მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების საგამონაკლისო რეჟიმი არ გაახანგრძლივა - ვადა დღეს ამოიწურა
აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების საგამონაკლისო რეჟიმი არ გაახანგრძლივა - ვადა დღეს ამოიწურა

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების საგამონაკლისო რეჟიმი არ გაახანგრძლივა - ვადა დღეს ამოიწურა

BM.GE17 მაისი, 2026, 01:26|bm.ge

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის შესყიდვაზე დაწესებული სანქციების საგამონაკლისო პერიოდი, რომლის ვადაც 16 მაისს ამოიწურა, აღარ გაახანგრძლივა - ამის შესახებ რუსული მედია წერს.

საქმე ის არის, რომ შესაბამისი განახლებული განკარგულება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებგვერდზე ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.

ბოლო ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება-რეალიზაციას უშვებდა, მიმდინარე წლის 17 აპრილს გამოიცა. თუმცა, აღნიშნული განკარგულებით ნებადართული იყო მხოლოდ იმ ნავთობის გაყიდვა, რომლის ტანკერებში ჩატვირთვაც 2026 წლის 17 აპრილისთვის უკვე დასრულებული იყო. მოცემული შეღავათების მოქმედების ვადა სწორედ დღეს, 16 მაისს ამოიწურა.

15 მაისს ცნობილი გახდა, რომ ინდოეთმა ოფიციალურად მიმართა აშშ-ს თხოვნით, გაეხანგრძლივებინა სანქციებიდან გამონაკლისი რუსულ ნავთობზე, ვინაიდან ირანში მიმდინარე ომი კვლავ სერიოზულ შეფერხებებს იწვევს გლობალური ენერგომატარებლების მიწოდების ჯაჭვში.

შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში დაწყებული საომარი მოქმედებების ფონზე, გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციის მიზნით, აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების მოქმედება პირველად 2026 წლის 13 მარტს შეაჩერა და ეს შეღავათი მხოლოდ ტანკერებში უკვე ჩატვირთულ ნედლეულზე გავრცელდა. აპრილში ვაშინგტონმა აღნიშნული გამონაკლისი 16 მაისამდე გაახანგრძლივა, თუმცა ამჯერად ვადის შემდგომი გაგრძელების გადაწყვეტილება აღარ მიუღია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE