მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან კომპანიებს 53.3 მილიონ ბარელ ნავთობს ასესხებს
აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან კომპანიებს 53.3 მილიონ ბარელ ნავთობს ასესხებს

აშშ ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან კომპანიებს 53.3 მილიონ ბარელ ნავთობს ასესხებს

BM.GE12 მაისი, 2026, 19:47|bm.ge

ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ენერგოკომპანიებს აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვიდან (SPR) 53.3 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს ასესხებს. ეს იმ გლობალური შეთანხმების ნაწილია, რომელიც მიზნად ირანთან აშშ-ისრაელის ომის ფონზე მკვეთრად გაზრდილი ნავთობის ბაზრების დასტაბილურებას ისახავს.

ენერგეტიკის დეპარტამენტმა გასულ თვეში SPR-დან სესხის სახით 92.5 მილიონი ბარელი შესთავაზა, თუმცა ცხრა კომპანიამ, მათ შორის Exxon Mobil-მა, Trafigura-მ და Marathon Petroleum Company-მ, ამ მოცულობის მხოლოდ 58% აიღო.

გასულ 2 თვეში DOE-მ SPR-დან დაახლოებით 80 მილიონი ბარელი უკვე გაასესხა, ჯამში კი 172 მილიონი ბარელის გამოთავისუფლებას გეგმავს.

შეერთებული შტატები მარტში უფრო დიდი მოცულობის გამოთავისუფლებას საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) 30-ზე მეტ წევრ ქვეყანასთან შეთანხმების ფარგლებში დასთანხმდა, რომელიც ჯამში დაახლოებით 400 მილიონი ბარელის ბაზარზე გაშვებას გულისხმობდა. შეთანხმება მიზნად ნავთობისა და საწვავის ფასების შემსუბუქებას ისახავდა, რომლებიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ გაზარდა.

IEA-ს ხელმძღვანელის, ფათიჰ ბიროლის თქმით, ომმა ისტორიაში ყველაზე დიდი ენერგეტიკული კრიზისი შექმნა. 7 მაისს მან განაცხადა, რომ თუ ომით გამოწვეული მიწოდების შეფერხებები გაგრძელდება, IEA მზად არის სტრატეგიული რეზერვებიდან დამატებითი ნავთობი გამოათავისუფლოს. მისი თქმით, დღემდე წევრმა ქვეყნებმა ხელმისაწვდომი რეზერვების 20% გაათავისუფლეს.

ავტოკლუბ AAA-ს მონაცემებით, მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა გალონზე 4.52 დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

DOE კომპანიებს SPR-დან ნავთობს იმ პირობით ასესხებს, რომ ისინი მას კვლავ ნედლი ნავთობით დააბრუნებენ, 24%-მდე პრემიით. დეპარტამენტის განცხადებით, ეს სისტემა დაეხმარება ბაზრების სტაბილიზაციას ისე, რომ აშშ-ის გადასახადის გადამხდელებს არაფერი დაუჯდებათ.

სტრატეგიული ნავთობის რეზერვი (SPR), რომელიც ტეხასისა და ლუიზიანას სანაპიროებზე არსებულ ოთხ საცავში ინახება, ამჟამად დაახლოებით 384 მილიონ ბარელს შეიცავს - იმაზე ნაკლებს, რასაც მსოფლიო ოთხ დღეში მოიხმარს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ნავთობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანესიმედი
  • აშშ-მა ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა, ნავთობის ფასები გაიზარდაფორმულა
  • რუსეთის ქალაქებში ნავთობის საწყობებზე, ქარხანასა და ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდატვ პირველი
ნავთობის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE