მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის განმუხტვამ ნავთობის ფასი 8-9%-ით შეამცირა
აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის განმუხტვამ ნავთობის ფასი 8-9%-ით შეამცირა

აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის განმუხტვამ ნავთობის ფასი 8-9%-ით შეამცირა

BM.GE27 ივლისი, 2026, 17:09|bm.ge

27 ივლისს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე ნავთობის ფასები 8%-იდან 9%-მდე შემცირდა, რაც შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის სამხედრო დარტყმების დროებითმა შეჩერებამ განაპირობა. როგორც ირკვევა, Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება ბარელზე $89-ს ჩამოსცდა, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასი $83-$84-ის ფარგლებში მერყეობს.

თითქმის ორკვირიანი სამხედრო ესკალაციის შემდეგ, გასულ უქმეებზე მხარეებმა ახალი შეტევებისგან თავი შეიკავეს. ოფიციალურმა განცხადებებმა დიპლომატიური მოლაპარაკებების შესაძლებლობა გააჩინა, რამაც დაძაბულობის შემდგომი ზრდის შიშები შეამცირა. ამასთან, ტრეიდერებმა და ინსტიტუციურმა ინვესტორებმა გრძელი პოზიციების მასობრივი ლიკვიდაცია განახორციელეს. ეს ნაბიჯი კი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლისა და მიწოდების შეწყვეტის საფრთხის შემცირებამ განაპირობა.

ჯერჯერობით უცვლელია რუსული ურალსის ფასი და ის $83.56-ზე ფიქსირდება. უძრაობის მიზეზი კი ის არის, რომ მის ფასზე ვაჭრობა 24 ივლისის შემდეგ არ განახლებულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

განიხილავს თუ არა ფოთის პორტის მფლობელი Maersk-ი ანაკლიაში ინვესტირებას?|ინტერვიუ ზვიად ჩხარტიშვილთან

განიხილავს თუ არა ფოთის პორტის მფლობელი Maersk-ი ანაკლიაში ინვესტირებას?|ინტერვიუ ზვიად ჩხარტიშვილთან

BM.GE

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი გაზარდა

BM.GE

Wizz air-ი აბუ-დაბის მიმართულებით ფრენების აღდგენას გეგმავს

Wizz air-ი აბუ-დაბის მიმართულებით ფრენების აღდგენას გეგმავს

BM.GE

ფინანსური სანქციები გამო, ირანმა ვაჭრობაში კრიპტოს გამოყენება დაუშვა

ფინანსური სანქციები გამო, ირანმა ვაჭრობაში კრიპტოს გამოყენება დაუშვა

BM.GE