აშშ-ში ინფლაცია გაიზარდა
აშშ-ის მასშტაბით ინფლაციური წნეხი იზრდება - ოქტომბრის PCE ინფლაციის მონაცემებმა ანალიტიკოსების ნეგატიურ მოლოდინებს გადააჭარბა, ხოლო წლიური საბაზისო ინფლაცია 3.3%-მდე გაიზარდა.
როგორც ირკვევა, საბაზისო PCE ინდექსი სექტემბრის 3.1%-დან ოქტომბერში 3.3%-მდე დაჩქარდა, ყოველთვიურმა ზრდამ კი 0.3% შეადგინა, რაც პროგნოზს დაემთხვა.
რაც შეეხება საერთო PCE ინფლაციას, ოქტომბერში მაჩვენებელმა წლიურად 3.8% შეადგინა, ხოლო ყოველთვიურად მაჩვენებელი 0.3%-ით გაიზარდა, რაც ორივე შემთხვევაში ბაზრის მოლოდინებს შეესაბამება.
ცნობისთვის, საბაზისო PCE ინდექსი სასურსათო პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასებს არ ითვალისწინებს და ფედერალური რეზერვისთვის ინფლაციის ერთ-ერთ მთავარ ორიენტირს წარმოადგენს. PEC ინდექსის მოსალოდნელზე მეტად ზრდა ინვესტორებში აჩენს მოლოდინს, რომ ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას უფრო მეტად გაამკაცრებს და რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის.
