მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ 100%-იანი ტარიფების კანონპროექტის მიღება შეფერხდა
აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ 100%-იანი ტარიფების კანონპროექტის მიღება შეფერხდა

აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ 100%-იანი ტარიფების კანონპროექტის მიღება შეფერხდა

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 22:44|bm.ge

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი სანქციების კანონპროექტის განხილვა შეფერხდა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი დოკუმენტის კენჭისყრაზე 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე დაყენებას არარეალისტურად მიიჩნევს. ჯონსონის განცხადებით, უახლოესი ორი თვის განმავლობაში კონგრესმენები ვაშინგტონში მხოლოდ რამდენიმე სამუშაო დღეს გაატარებენ და კანონპროექტის დროულად მიღებას ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნისთვის 100%-იანი ტარიფების დაწესებას ისახავს. Bloomberg-ის ცნობით, ეს შეზღუდვები ჩინეთს, ინდოეთსა და თურქეთს შეეხება და სანქციების გვერდის ავლაში ჩართულ სხვა სახელმწიფოებზეც გავრცელდება.

რაც შეეხება კანონპროექტის სამომავლო პერსპექტივას, ამ მომენტისთვის მისი დაჩქარებული პროცედურით მიღება, ფაქტობრივად, გამორიცხულია, რადგან მის დასამტკიცებლად სპიკერ მაიკ ჯონსონს კონგრესმენთა ორი მესამედის მხარდაჭერა დასჭირდება და ამ ბარიერის გადალახვა დემოკრატების გარეშე შეუძლებელი იქნება. საგარეო საქმეთა და საბიუჯეტო კომიტეტების წამყვანი დემოკრატები ინიციატივას რამდენიმე კვირაა ღიად ეწინააღმდეგებიან, რის გამოც ორპარტიული კონსენსუსის მიღწევა მნიშვნელოვნად ჭიანურდება.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა ეს კანონპროექტი 7 აგვისტოს 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. დოკუმენტის თანაავტორი დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი ინიციატივის საბოლოო მიღებას 2026 წლის სექტემბერში ელოდა, თუმცა შიდა პოლიტიკურმა დაძაბულობამ, გაჩენილმა წინააღმდეგობებმა და მოახლოებულმა არჩევნებმა პროცესი შეაფერხა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიღება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება დღეიდან იწყებარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობებიტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
მიღება →

მსგავსი სტატიები

Meta ახალი C კლასის აქციებს გამოუშვებს და ცუკერბერგი კალიფორნიიდან აღარ გადავა

Meta ახალი C კლასის აქციებს გამოუშვებს და ცუკერბერგი კალიფორნიიდან აღარ გადავა

BM.GE

ჩინურმა DeepSeek AI-იმ $15-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა

ჩინურმა DeepSeek AI-იმ $15-მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა

BM.GE

Ferrari-ის დირექტორმა Tesla Roadster-ის პრეზენტაცია 10 ქულით შეაფასა

Ferrari-ის დირექტორმა Tesla Roadster-ის პრეზენტაცია 10 ქულით შეაფასა

BM.GE

როგორია IBM-ის ფინანსური შედეგები?

როგორია IBM-ის ფინანსური შედეგები?

BM.GE