მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოსთან მემორანდუმი გაფორმდა - რას ითვალისწინებს?
თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოსთან მემორანდუმი გაფორმდა - რას ითვალისწინებს?

თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭოსთან მემორანდუმი გაფორმდა - რას ითვალისწინებს?

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 22:13|bm.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის განვითარებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარებას, აგრეთვე აკადემიური ხარისხებისა და დიპლომების აღიარების საკითხებზე თანამშრომლობას.

დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ეროლ ოზვარმა მოაწერეს.

"შეხვედრაზე მხარეებმა მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ასევე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტის მოადგილე, პროფესორი ნაჯი გუნდოღანი. ჯგუფი იმუშავებს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის, აკადემიური თანამშრომლობისა და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განვითარების საკითხებზე.

გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, მათ შორის ახალი საუნივერსიტეტო პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობაზე.

თავის მხრივ, ეროლ ოზვარმა მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი განხორციელება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერებასა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის შესაძლებლობების გაფართოებას.

მხარეებმა ასევე განიხილეს თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართველოლოგიური მიმართულებებისა და აკადემიური პროგრამების განვითარების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ქართული ენის, კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას და აკადემიური კავშირების გაძლიერებას",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

რუსული გაზის გაძვირებამ შესაძლოა სომხეთის ეკონომიკური ზრდა 5-7%-ით შეამციროს | სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

BM.GE

როგორ ართმევს "ოცნება" ხმის უფლებას 800 000 ამომრჩეველს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით?|კონსტიტუციონალისტის განმარტება

როგორ ართმევს "ოცნება" ხმის უფლებას 800 000 ამომრჩეველს პარტიების აკრძალვის მოთხოვნით?|კონსტიტუციონალისტის განმარტება

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

BM.GE

დავით სონღულაშვილი SDC-ს ეკონომიკური განვითარების პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა - რა განიხილეს?

დავით სონღულაშვილი SDC-ს ეკონომიკური განვითარების პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა - რა განიხილეს?

BM.GE