მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ ვენესუელურ ოქროსა და წიაღისეულზე კონტროლის დამყარებას ცდილობს
აშშ ვენესუელურ ოქროსა და წიაღისეულზე კონტროლის დამყარებას ცდილობს

აშშ ვენესუელურ ოქროსა და წიაღისეულზე კონტროლის დამყარებას ცდილობს

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 23:46|bm.ge

აშშ-ის ადმინისტრაცია ვენესუელის სანავთობო სექტორზე გავლენის გაფართოების შემდეგ, სამხრეთამერიკული ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულზე, მათ შორის ოქროსა და კრიტიკულ მინერალებზე წვდომის მოპოვებას ცდილობს.

Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონი ვენესუელის სამთო სექტორში ამერიკული ინვესტიციების მოზიდვასა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის რესურსების ათვისებას გეგმავს. აღნიშნული ინიციატივა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომელსაც ვენესუელური ბუნებრივი რესურსების სრულად ათვისება სურს.

როგორც ირკვევა, თეთრ სახლში ვენესუელის სამთო მოპოვების სექტორში ამერიკული კომპანიების ჩართულობის გაზრდის მიზნით სპეციალურ განკარგულებაზე მუშაობენ. პარალელურად, ამერიკელი ოფიციალური პირები სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ, სადაც შესაძლო ინვესტიციებს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ ვენესუელის მინერალური რესურსების ზუსტი პოტენციალის შეფასება რთულია დაძველებული გეოლოგიური მონაცემების, ინფრასტრუქტურის გაუმართაობისა და უკანონო ჯგუფების გამო, რომლებიც ორინოკოს სამთო რკალში ოქროს საბადოებს აკონტროლებენ. 2018 წლის სახელმწიფო ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის რესურსები 644 ტონა ოქროს, 14.7 მილიარდ ტონა რკინის მადანს, 321.5 მილიონ ტონა ბოქსიტსა და 407,885 ტონა ნიკელს შეადგენდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისში ოპოზიციის ალიანსის საპროტესტო აქცია დასრულდა

თბილისში ოპოზიციის ალიანსის საპროტესტო აქცია დასრულდა

BM.GE

სამხარაულის დასკვნები და MGDF-ის შემოწმებებ - რა ბედი ელის სარეაბილიტაციო სკოლებსა და სასწავლო პროცესს

სამხარაულის დასკვნები და MGDF-ის შემოწმებებ - რა ბედი ელის სარეაბილიტაციო სკოლებსა და სასწავლო პროცესს

BM.GE

"ოჯახური" ფარშის საკმაზის კონკრეტულ პარტიას ქსელებიდან იღებს - განცხადება

"ოჯახური" ფარშის საკმაზის კონკრეტულ პარტიას ქსელებიდან იღებს - განცხადება

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE