მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ავიაკომპანიების სუბსიდირების წესები შეიცვალა - დადგენილება
ავიაკომპანიების სუბსიდირების წესები შეიცვალა - დადგენილება

ავიაკომპანიების სუბსიდირების წესები შეიცვალა - დადგენილება

BM.GE20 აგვისტო, 2026, 15:10|bm.ge

მთავრობამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალურ წესში ცვლილებები შეიტანა. დადგენილებით, ძირითადად, ავიამიმართულებების სტიმულირების პროგრამასთან დაკავშირებული პირობები და შესყიდვების სისტემაში ასახვის წესები შეიცვალა, რაც იმას ნიშნავს რომ სტიმულირების ხელშეკრულებები პირდაპირი შესყიდვის ნაწილში ცალკე დარეგულირდა.

რა იცვლება ავიამიმართულებების სტიმულირების კუთხით

„ახალი მიმართულების“ განმარტება: ძველი წესით, ახალი მიმართულება იყო ის, რომელიც აეროპორტში ბოლო 6 თვის განმავლობაში რეგულარულად არ სრულდებოდა. ახალი დადგენილებით დაემატა პირობა: მიმართულების რეგულარული შესრულების დაწყებიდან ასევე 6 თვეზე მეტი არ უნდა იყოს გასული.

ხელშეკრულების გაფორმების ვადა: წესს დაემატა ახალო პუნქტი, რომლის მიხედვითაც აეროპორტების გაერთიანებას ეძლევა შესაძლებლობა, სტიმულირების ხელშეკრულება გააფორმოს პირველი რეგულარული ავიარეისის შესრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. ანაზღაურება ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან უზრუნველყოფილ იქნება. შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმება უშუალოდ პირველ რეისამდე აღარ არის აუცილებელი.

დაფინანსების ვადები და ლიმიტები: სტიმულირების თანხის ზედა ზღვარი უცვლელი რჩება (I კატეგორია — მაქსიმუმ 600 000 ევრო; II კატეგორია — 500 000 ევრო; III კატეგორია — 400 000 ევრო; IV კატეგორია — 300 000 ევრო). თუმცა დაკორექტირდა პერიოდი. თანხა განისაზღვრება პირველი ავიარეისიდან მომდევნო 1-დან 3 წლამდე პერიოდში (ნაცვლად პირდაპირ მომდევნო 3 წლისა).

ფრენების სიხშირე: უცვლელად შენარჩუნდა მოთხოვნა, რომ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებაზე ავიაკომპანიამ კვირაში სულ მცირე 2 რეისი უნდა შეასრულოს.

ახალი დადგენილებით შეიცვალა შესყიდვების შესახებ ინფორმაციის სისტემაში ატვირთვის წესი. ძველი რეგულაციით, როგორც ელექტრონული პროცედურის, ისე პირდაპირი შესყიდვის დოკუმენტაციისა და გადახდების ატვირთვა სისტემაში (CMR მოდულში) 10 დღის ვადაში იყო სავალდებულო.

შესაბამისად, ცვლილებების ძირითადი ნაწილი სწორედ ავიამიმართულებების სტიმულირების ხელშეკრულებების ცალკე რეჟიმში მოქცევას და მათი გაფორმების უფრო მოქნილ პირობებს ეხება.

დანარჩენი ძირითადი პირობები, მათ შორის, ახალი პრიორიტეტული მიმართულებების სტიმულირების თანხების ზედა ზღვარი და კვირაში მინიმუმ 2 რეისის შესრულების მოთხოვნა, ცვლილების მიხედვით შენარჩუნებულია.

მთავრობის ახალი დადგენილება გამოქვეყნებისთანავე, 18 აგვისტოს ამოქმედდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს? - სტატისტიკა

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს? - სტატისტიკა

BM.GE

ამერიკელი პროფესიონალებისთვის ქართლსა და კახეთში ღვინის ტური გაიმართა | როგორია ქართული ღვინის ფასი და ექსპორტი აშშ-ში?

ამერიკელი პროფესიონალებისთვის ქართლსა და კახეთში ღვინის ტური გაიმართა | როგორია ქართული ღვინის ფასი და ექსპორტი აშშ-ში?

BM.GE

განათლების სამინისტრომ 1 წლით გადაავადა იმ მასწავლებლების ანაზღაურების წესის ამოქმედება, რომლებსაც საგანი არ აქვთ ჩაბარებული

განათლების სამინისტრომ 1 წლით გადაავადა იმ მასწავლებლების ანაზღაურების წესის ამოქმედება, რომლებსაც საგანი არ აქვთ ჩაბარებული

BM.GE

"მოქალაქეებმა მიიღეს SMS-ები დაჯარიმებაზე" - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაფრთხილება

"მოქალაქეებმა მიიღეს SMS-ები დაჯარიმებაზე" - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაფრთხილება

BM.GE