მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მოქალაქეებმა მიიღეს SMS-ები დაჯარიმებაზე" - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაფრთხილება
"მოქალაქეებმა მიიღეს SMS-ები დაჯარიმებაზე" - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაფრთხილება

"მოქალაქეებმა მიიღეს SMS-ები დაჯარიმებაზე" - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაფრთხილება

BM.GE20 აგვისტო, 2026, 14:06|bm.ge

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს. უწყების ცნობით, მათი სახელით, სავარაუდოდ თაღლითური მიზნით, SMS-შეტყობინებები გაიგზავნა.

"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სახელით სავარაუდო თაღლითური სქემა განხორციელდა.

19 აგვისტოს, მოქალაქეებმა მიიღეს სატელეფონო სმს შეტყობინებები მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების თაობაზე.

შეტყობინებებში მითითებულ ბმულზე გადასვლისას იხსნება თაღლითური ვებგვერდი - https://ge-polic-des.eu.cc/ge, სადაც დატანილია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ძველი ლოგო და ინფორმაცია გადაუხდელი ჯარიმის შედეგების შესახებ. ვებგვერდი იძლევა თანხის გადახდის საშუალებას საბანკო ბარათის სტანდარტული დეტალური რეკვიზიტების მითითებით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ წამოეგონ სავარაუდო თაღლითურ სქემას, რომელიც შესაძლოა ფულის გამოძალვას ემსახურება. მსგავსი შეტყობინების შემთხვევაში, არ გადავიდნენ მითითებულ ვებგვერდზე", - წერია განცხადებაში.

მათი ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ავიაკომპანიების სუბსიდირების წესები შეიცვალა - დადგენილება

ავიაკომპანიების სუბსიდირების წესები შეიცვალა - დადგენილება

BM.GE

ამერიკელი პროფესიონალებისთვის ქართლსა და კახეთში ღვინის ტური გაიმართა | როგორია ქართული ღვინის ფასი და ექსპორტი აშშ-ში?

ამერიკელი პროფესიონალებისთვის ქართლსა და კახეთში ღვინის ტური გაიმართა | როგორია ქართული ღვინის ფასი და ექსპორტი აშშ-ში?

BM.GE

განათლების სამინისტრომ 1 წლით გადაავადა იმ მასწავლებლების ანაზღაურების წესის ამოქმედება, რომლებსაც საგანი არ აქვთ ჩაბარებული

განათლების სამინისტრომ 1 წლით გადაავადა იმ მასწავლებლების ანაზღაურების წესის ამოქმედება, რომლებსაც საგანი არ აქვთ ჩაბარებული

BM.GE

"უმძიმესი ეკონომიკური შედეგები" - ტრამპი ირანის დამხმარე ქვეყნებს ემუქრება

"უმძიმესი ეკონომიკური შედეგები" - ტრამპი ირანის დამხმარე ქვეყნებს ემუქრება

BM.GE