მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ავიამგზავრობა უკვე გახდა ფუფუნების საგანი და კიდევ დიდხანს დარჩება - იასე ზაუტაშვილი
ავიამგზავრობა უკვე გახდა ფუფუნების საგანი და კიდევ დიდხანს დარჩება - იასე ზაუტაშვილი

ავიამგზავრობა უკვე გახდა ფუფუნების საგანი და კიდევ დიდხანს დარჩება - იასე ზაუტაშვილი

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 00:35|bm.ge

საავიაციო საწვავის ფასების მერყეობა პირდაპირ აისახება ავიაბილეთების ღირებულებაზე, რის გამოც მოგზაურობა ბევრი მოქალაქისთვის შესაძლოა, ფუფუნებად იქცეს. ამის შესახებ BMG-სთან ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი საუბრობს.

მისი განმარტებით, ავიაბილეთის თვითღირებულების 30-35%-ს სწორედ საწვავის ფასი შეადგენს. შესაბამისად, ნავთობზე მსოფლიო ფასების ზრდა ავტომატურად იწვევს როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაყვანების გაძვირებას.

როგორც ზაუტაშვილი აცხადებს, ჰორმუზის სრუტის კრიზისი საქართველოს ბაზარზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს, ვინაიდან, ქვეყანაში საავიაციო ნავთობი ძირითადად, რუსეთიდან, თურქმენეთიდან და რუმინეთიდან შემოდის. თუმცა, საერთაშორისო ტრენდები და ნედლი ნავთობის საერთო გაძვირება ადგილობრივ ბაზარს მაინც ტვირთად აწვება.

„ავიაბილეთი არ მგონია გაიაფდეს, თუ შეიცვლება ფასი - უფრო მეტად გაძვირდება. სამწუხაროდ, ევროპის მიმართულებით 300-350 ლარიანი ბილეთები, ცალკეული აქციების გარდა, აღარ იარსებებს. ავიამგზავრობა დღეს უკვე გახდა ფუფუნების საგანი და კიდევ დიდხანს დარჩება. მოსახლეობის იმ ფართო სეგმენტს, ვისაც მეტი შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა ავიაგადაყვანებით, რასაკვირველია, ამის ფუფუნება ბევრს აღარ ექნება“, - აცხადებს ზაუტაშვილი.

ექსპერტის თქმით, ოქტომბრიდან ავიაციაში „დაბალი სეზონი“ იწყება, რაც დროებით დაასტაბილურებს ან შეამცირებს მოთხოვნასა და ფასებს, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალი ტარიფები შენარჩუნდება.

ზაუტაშვილი საქართველოს ბაზარზე არსებულ დაბალ კონკურენციაზეც საუბრობს. მისი განცხადებით, გარკვეულ მიმართულებებზე, პირდაპირ ფრენებს მხოლოდ თითო-ოროლა კომპანია ახორციელებს, რაც ფასების ხელოვნური მანიპულირების რისკებს ზრდის. ამ ფონზე, ექსპერტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისმა მარეგულირებელმა ორგანოებმა მონიტორინგი უნდა გაუწიონ, თუ რა ფასად შემოდის საწვავი და ადგილი ხომ არ აქვს ავიაკომპანიების მხრიდან მარჟების ხელოვნურად გაზრდასაც.

გლობალური ავისაწვავის ფასი გასული კვირის განმავლობაში 9%-ით გაიზარდა და ბარელზე 171 დოლარს მიაღწია. გაზაფხულის კრიზისის შემდეგ, ეს ფასის ყველაზე მაღალი ნიშნულია. ავიაციის ექსპერტები ელიან, რომ ფასის მატება გაგრძელდება და საავიაციო საწვავი მარტი-აპრილის ნიშნულამდე - ბარელზე 209 დოლარამდე გაძვირდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გახდა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 48 სტატია.

  • გიორგი კვერნაძე „ჯენოასთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდაიმედი
  • ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მთავარი ინვესტორი ჩინეთი გახდანეტგაზეთი
  • საქართველოს eFootball Mobile-ის ეროვნული ნაკრები FIFA-ს საკონტინენტთაშორისო თასის ვიცე-ჩემპიონი გახდარუსთავი 2
  • ღარიბაშვილი: კობახიძეს აკრიტიკებდა - რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?ფორმულა
გახდა →

მსგავსი სტატიები

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

"მხოლოდ ორთვიან სეზონზე ამხელა ინფრასტრუქტურის ოპერირება გამოწვევაა" - ბათუმის სასტუმროს მენეჯერი

"მხოლოდ ორთვიან სეზონზე ამხელა ინფრასტრუქტურის ოპერირება გამოწვევაა" - ბათუმის სასტუმროს მენეჯერი

BM.GE

რაჭაში ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ერთ თვემდე შემცირდა - Glamping Georgia

რაჭაში ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ერთ თვემდე შემცირდა - Glamping Georgia

BM.GE

“ქარსელაძეების მარანი” ველისციხეში ტურისტული სივრცის განვითარებას გეგმავს - როგორია მოთხოვნა?

“ქარსელაძეების მარანი” ველისციხეში ტურისტული სივრცის განვითარებას გეგმავს - როგორია მოთხოვნა?

BM.GE