
რა გადაწყვეტილება მიიღო ფედერალურმა რეზერვმა?
BM.GE|bm.ge
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
FED-ის კომიტეტის განცხადებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი ისევ 3.75-4.0%-ის დიაპაზონში შენარჩუნდება.
უწყების ხელმძღვანელის, კევინ უორშის განცხადებით, ამჟამად მსოფლიოში არსებული ვითარება და ქვეყანაში გაზრდილი ინფლაციური ზეწოლა, FED-ს ისევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას აიძულებს, თუმცა დამატებითი გამკაცრებისათვის ამჟამად საფუძველი არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, ფედერალური რეზერვი მომდევნო თვეებში განაკვეთის გაზრდას არ გამორიცხავს.
აღსანიშნავია, რომ ბაზრის მონაწილეების 99% დღეს სწორედ ამ გადაწყვეტილებას ელოდა, ამიტომ FED-ის განცხადება ინვესტორებისათვის გასაკვირი არ ყოფილა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge