მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ავსტრალიის მთავრობის პოლიტიკას აქციზის ზრდაზე, კონტრაბანდის წილის 80%-მდე ზრდა მოჰყვა - კვლევა
ავსტრალიის მთავრობის პოლიტიკას აქციზის ზრდაზე, კონტრაბანდის წილის 80%-მდე ზრდა მოჰყვა - კვლევა

ავსტრალიის მთავრობის პოლიტიკას აქციზის ზრდაზე, კონტრაბანდის წილის 80%-მდე ზრდა მოჰყვა - კვლევა

BM.GE5 ივნისი, 2026, 22:02|bm.ge

მიუხედავად მკაცრი რეგულარული და ფისკალური პოლიტიკისა, ავსტრალიაში თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტების მოხმარება ბოლო წლებში გაიზარდა. ქვეყანაში აკრძალულია თამბაქოს უკვამლო პროდუქტები, 1 კოლოფი სიგარეტის ფასი კი მსოფლიოში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს აღწევს - საპასუხოდ, მომხმარებლები სულ უფრო მეტად გადადიან არალეგალურ ბაზარზე. ამის შესახებ ავსტრალიის სტატისტიკის ბიუროს (ABS) მიერ 3 ივნისს გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელმაც ქვეყანაში არალეგალური თამბაქოს ბაზარი პირველად შეაფასა.

ABS-ის შეფასებით, 2017-2025 წლებში ავსტრალიაში მოხმარებული ნიკოტინის საერთო რაოდენობა თითქმის 40%-ით გაიზარდა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება 22%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში ქვეყნის მოსახლეობა 14%-ით გაიზარდა. კვლევის თანახმად, 2025 წელს ნიკოტინის მოხმარების დაახლოებით 80% არალეგალურ წყაროებზე მოდიოდა, მაშინ როდესაც 2017 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 12% იყო.

სტატისტიკის ბიურომ მონაცემების შესაფასებლად პირველად გამოიყენა ჩამდინარე წყლების ანალიზი, რომელიც ნიკოტინის მეტაბოლიტების კონცენტრაციას აფიქსირებს. კვლევა ასევე მოიცავს ელექტრონულ სიგარეტებს, ვეიპებსა და სხვა ნიკოტინის შემცველ პროდუქტებს.

კვლევის თანახმად, მოხმარების ზრდა ძირითადად არალეგალური სიგარეტების, ელექტრონული სიგარეტებისა და სხვა ნიკოტინის პროდუქტების გავრცელებამ განაპირობა, რომელიც ბევრად უფრო იაფია, ვიდრე აქციზირებული პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ ლეგალური თამბაქოს გაყიდვები მცირდება, იაფი არალეგალური პროდუქციის მოხმარება ამ კლებას სრულად ანაზღაურებს და საერთო მოხმარებას ზრდის.

ABS-ის მიხედვით, ლეგალური თამბაქოს ფასები 2016 წლის შემდეგ თითქმის გასამმაგდა, რაც ძირითადად აქციზის ზრდით არის განპირობებული, მაშინ როდესაც არალეგალური პროდუქციის ფასები შედარებით სტაბილური დარჩა. ოფიციალური მონაცემებით, ავსტრალიაში სიგარეტზე გადასახადი ბოლო ათწლეულში 200%-ზე მეტით გაიზარდა და ამჟამად ერთი ღერის აქციზი 1.52 ავსტრალიურ დოლარს შეადგენს. შედეგად, 25 ღერი სიგარეტის სტანდარტული კოლოფის ფასი 50 ავსტრალიურ დოლარს აღემატება, მაშინ როდესაც არალეგალური პროდუქცია დაახლოებით 25 დოლარად იყიდება.

შავი ბაზრის გაფართოებამ სახელმწიფო ბიუჯეტზეც იქონია გავლენა. ავსტრალიის ხაზინამ თამბაქოს აქციზიდან მისაღები შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ხუთი წლისთვის 8 მილიარდი ავსტრალიური დოლარით შეამცირა. არალეგალური თამბაქოსა და ელექტრონული სიგარეტების კომისრის შეფასებით, ბიუჯეტი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარის შემოსავალს კარგავს. ამაზე მეტყველებს გასულ კვირაში სასაზღვრო სამსახურის მიერ გამოვლენილი არალეგალური სიგარეტის საკმაოდ დიდი მოცულობაც, რაც 433,400 ღერს, 686 კილოგრამ დაჭრილ თამბაქოს და 50,200 ელექტროსიგარეტს მოიცავდა.

კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ქვეყანაში კვლავ განახლდა დისკუსია თამბაქოს დაბეგვრის პოლიტიკის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტული მთავრობა კი პოზიციას არ ცვლის და აცხადებს, რომ მაღალი აქციზი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მონაცემები არსებული მიდგომის არაეფექტიანობაზე მიუთითებს და პოლიტიკის გადახედვას მოითხოვს. მათი შეფასებით, არალეგალური ბაზრის ასეთი მასშტაბის პირობებში მხოლოდ სამართალდამცავი ზომებით პრობლემის მოგვარება რთული იქნება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობსიმედი
  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE

FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივა

FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივა

BM.GE

OpenAI-მ ივლისში იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მთელ მე-2 კვარტალში - კომპანიის CFO

OpenAI-მ ივლისში იმაზე მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მთელ მე-2 კვარტალში - კომპანიის CFO

BM.GE

ენერგეტიკაში EU-ის რეგულაციები და თამაშის წესები განჭვრეტადობას მოგვცემს - თორნიკე დარჯანია

ენერგეტიკაში EU-ის რეგულაციები და თამაშის წესები განჭვრეტადობას მოგვცემს - თორნიკე დარჯანია

BM.GE