მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ავტოაუქციონი ბათუმში - წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
ავტოაუქციონი ბათუმში - წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები

ავტოაუქციონი ბათუმში - წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 20:07|bm.ge

11 სექტემბერს ბათუმში, ანბანის კოშკთან, Lion Auctions დაარსებიდან 1 წელს აღნიშნავს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გახდეთ მასშტაბური ავტო-ღონისძიების ნაწილი და ღია ცის ქვეშ გამოცადოთ მოგების ემოცია.

სტუმრებს შეეძლებათ სხვადასხვა კატეგორიის თანამედროვე, პრემიუმ, სპორტული და კლასიკური ავტომობილების დათვალიერება და ავტოაუქციონში მონაწილეობის მიღება. აუქციონის პროცესი სრულიად გამჭვირვალეა, რაც თითოეულ მონაწილეს აძლევს შანსს, რეალურ დროში ადევნოს თვალი შეთავაზებების ცვლილებას და გახდეს რჩეული ავტომობილის მფლობელი საუკეთესო პირობებით. დასწრება თავისუფალია. ასე რომ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეუერთდეს ადრენალინით სავსე შეჯიბრს, ითამაშოს გონივრულად და იმოძრავოს გამარჯვებისკენ.

მზად ხართ განსაკუთრებული ავტომობილისთვის? ცოცხალი აუქციონისთვის Lion Auctions-მა მანქანები საგულდაგულოდ შეარჩია ისე, რომ ყველა გემოვნების ავტომოყვარულმა გააკეთოს საკუთარი არჩევანი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი მოდელების სრული ჩამონათვალი და მათი ძირითადი მონაცემები ასეთია:

Toyota Camry 2025 - საწყისი ფასი $15,000

თანამედროვე და პრაქტიკული სედანი, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისა და კომფორტის მაძიებელი მყიდველებისთვის საინტერესო არჩევანია.

Lexus RX500h 2023 - საწყისი ფასი $30,000

თანამედროვე პრემიუმ კროსოვერი, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ტექნოლოგიურობასა და ჰიბრიდულ სისტემას.

BMW M440i 2020 - საწყისი ფასი $17,000

სპორტული ხასიათისა და გამორჩეული დიზაინის მქონე პრემიუმ BMW.

Mercedes-Benz GLE 53 AMG 2021 - საწყისი ფასი $25,000

პრემიუმ SUV, რომელიც აერთიანებს სივრცეს, კომფორტსა და სპორტულ შესაძლებლობებს.

BMW X5 M50i 2021 - საწყისი ფასი $25,000

ძლიერი და წარმომადგენლობითი პრემიუმ SUV, პრაქტიკულობისა და პერფორმანსის კომბინაციით.

Audi Q8 2023 - საწყისი ფასი $25,000

თანამედროვე პრემიუმ SUV, კუპეს სტილის სილუეტითა და გამორჩეული დიზაინით.

Porsche Panamera Turbo 2017 - საწყისი ფასი $25,000

სპორტული ოთხკარიანი ავტომობილი, რომელიც აერთიანებს Porsche-ს დინამიკასა და კომფორტს.

BMW 540 1995 - საწყისი ფასი $9,000

კლასიკური BMW სედანი, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა რეტრო მოდელების მოყვარულებისა და კოლექციონერებისთვის.

Mercedes-Benz W124 E300 1991 - საწყისი ფასი $2,500

ცნობილი კლასიკური მოდელი, გამორჩეული დიზაინითა და ინჟინერიული რეპუტაციით.

Cadillac DeVille 1989 - საწყისი ფასი $4,000

ამერიკული კლასიკის წარმომადგენელი, ეპოქისთვის დამახასიათებელი მასშტაბური და გამორჩეული დიზაინით.

მათ, ვისაც 11 სექტემბრის აუქციონში მონაწილეობა და სასურველი ავტომობილის შეძენა სურს, მხოლოდ ორი ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ: წინასწარი რეგისტრაცია და დეპოზიტის განთავსება. ეს საუკეთესო შესაძლებლობაა სასურველი მოდელის ხელსაყრელი პირობებით დასასაკუთრებლად.

ავტო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და შემოგვიერთდით - https://lionauctions.com/batumi-auction/ ღონისძიებაზე დასწრება, აუქციონში ჩართვის გარეშე, სტუმრის სტატუსითაც შესაძლებელია. ავტომოყვარულებთან და კოლექციონერებთან ერთად, საღამო საინტერესო იქნება ხარისხიანი გართობის მოყვარულთათვისაც. მათ შეუძლიათ ადგილზე შეიგრძნონ ლაივ აუქციონის ემოცია, დაათვალიერონ ავტომობილები და საღამოს დასასრულს STEPHANE-ს ცოცხალი შესრულებითაც ისიამოვნონ.

ავტო აუქციონზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და შემოგვიერთდით - https://lionauctions.com/batumi-auction/

რა დახვდება სტუმრებს აუქციონზე? ადრენალინით სავსე შეჯიბრი, აზარტული ბრძოლა განსაკუთრებული ავტომობილებისთვის, გამორჩეული მანქანების გამოფენა და საყვარელი ჰიტები.

აუქციონის განრიგი:

18:00 – 19:00 | სტუმრების მიღება & Welcome Drink

19:00 – 20:00 | ლაივ ავტოაუქციონი

20:30 – 22:00 | საღამოს მუსიკალური პროგრამა | STEPHANE

მოინიშნეთ ეს დრო: 11 სექტემბერს, 18:00 საათზე გვეწვიეთ ბათუმში, ანბანის კოშკთან - დაათვალიერეთ ავტომობილები, ჩაერთეთ Lion Auctions-ის ცოცხალ ბიდინგში და დაისაკუთრეთ ავტომობილი.

Lion Auctions-ის შესახებ:

Lion Auctions საქართველოში პირველი ამერიკული სტილის ცოცხალი ავტოაუქციონია, სადაც ავტომოყვარულები ავტომობილებს ადგილზე ათვალიერებენ და ღია ბიდინგის პროცესში მონაწილეობენ.

Lion Auctions Lion Group-ის ნაწილია, კომპანიის, რომელიც თითქმის ორი ათწლეულია ბაზარზეა. ამ ჰოლდინგმა ახალი გზები გაკვალა, შექმნა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეკოსისტემა, დაიმსახურა პარტნიორთა სანდოობა მსოფლიო მასშტაბით და დღეს უკვე 11 ქვეყანაშია წარმოდგენილი. 19 წლის განმავლობაში მისი გუნდი ზრუნავს ახალ-ახალი, უნიკალური, მრავალფეროვანი და გონივრული სერვისების შემუშავებასა და დანერგვაზე პროგრესული ადამიანებისა და ბიზნესისთვის.

Lion Auctions-ის დახმარებით ავტომოყვარულებს შეუძლიათ, შეარჩიონ და შეიძინონ მათთვის სასურველი ავტომობილი ლაივაუქციონით. კომპანია ამერიკის აუქციონებიდან ყოველკვირეულად წეროვნის ავტოსადგომზე საქართველოს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილების განთავსებას უზრუნველყოფს. ამერიკელი და ქართველი ექსპერტები დეტალურად აფასებენ მანქანის ტექნიკურ მდგომარეობას, ისტორიასა და ხარისხს, რათა მომხმარებლებს მაქსიმალურად სანდო და გამართული შენაძენი ჩააბარონ.

გარდა ამისა, Lion Auctions მომხმარებელს აძლევს გზაში მყოფი მანქანების შეძენის უნიკალურ შესაძლებლობას. ეს ნიშნავს, რომ მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ ავტომობილი, რომელიც უკვე შეძენილია ამერიკის აუქციონებზე და მალე ჩამოვა ფოთის პორტში.

Lion Auctions-ის კიდევ ერთ-ერთი უპირატესობაა კონკურენტული ფასები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიიღოს საუკეთესო შეთავაზება ნებისმიერი ბიუჯეტის ფარგლებში და შეიძინოს მაღალი ხარისხის ავტომობილი ხელმისაწვდომ ფასად.

Lion Auctions მტკიცე, სტაბილური და პასუხისმგებლიანი პარტნიორია ყველა იმ ადამიანისა და ბიზნესისთვის, რომელსაც სურს ავტომობილის დასაკუთრება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 94 სტატია.

  • ბათუმი სულ უფრო მეტად ასოცირდება განვითარებასთან, პროგრესთან და თავს იმკვიდრებს, როგორც საქმიანი სტატუსის მქონე ქალაქი - ზურაბ პატარიძერუსთავი 2
  • ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გაიხსნა. LIVEიმედი
  • ისტორიული შენობა გადაღებეს - ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახე შეცვალესტვ პირველი
  • ბათუმში, წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავესფორმულა
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

ოზურგეთი-გომის მთის გზაზე მე-16 კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

ოზურგეთი-გომის მთის გზაზე მე-16 კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთ სამოძრაო ზოლზე აღდგა

BM.GE

OPEC-მა ნავთობის მოპოვების კვოტები უცვლელად დატოვა

OPEC-მა ნავთობის მოპოვების კვოტები უცვლელად დატოვა

BM.GE

შუა დერეფანი აღარ არის ალტერნატივა, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ დერეფანზე | თამარ იოსელიანი

შუა დერეფანი აღარ არის ალტერნატივა, შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა აღნიშნულ დერეფანზე | თამარ იოსელიანი

BM.GE

დღეს, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე დაიკითხა - რაზე ისაუბრა? | პროკურორი

დღეს, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მეუღლე დაიკითხა - რაზე ისაუბრა? | პროკურორი

BM.GE