მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ავტომობილები, საწვავი, ბუნებრივი აირი - საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონელი
ავტომობილები, საწვავი, ბუნებრივი აირი - საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონელი

ავტომობილები, საწვავი, ბუნებრივი აირი - საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონელი

BM.GE19 მაისი, 2026, 18:44|bm.ge

საქსტატმა 2026 წლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველომ იანვარ-აპრილში 5.7 მილიარდი დოლარის საქონელი შეიძინა უცხოეთიდან, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-ით ნაკლებია. იმპორტის კლებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მსუბუქი ავტომობილების იმპორტის 23%-იანმა კლებამ, რაც თავის მხრივ ავტომობილების რეექსპორტის სექტორის 29%-ით შემცირებასთან არის დაკავშირებული. მთლიანობაში პერიოდის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან 926 მილიონი დოლარის ავტომობილები იყიდა. ასევე ამ კლებაზე გავლენა მოახდინა პარლამენტის მიერ პირველი აპრილიდან ავტომობილების განბაჟების აქციზის გაზრდამ.

მეორე ადგილზეა ნავთობპროდუქტები 471 მილიონი დოლარით, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. ზრდა ძირითადად საწვავის ფასების გაძვირებას უკავშირდება. მესამე პოზიციას იკავებს ბუნებრივი აირის 254 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 17%-ით არის გაზრდილი.

ასევე წელს იმპორტში 118 მილიონი დოლარით მოხვდა ნედლი ნავთობი, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი - "ბლექ სი პეტროლიუმის" ქარხნის ამოქმედებასთან, რის შედეგადაც, იანვარ-აპრილში საქართველოდან 324 მილიონი დოლარის გადამუშავებული ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა. როგორც საქსტატის ვებგვერდიდან ირკვევა, ჯერჯერობით ნედლი ნავთობის შესყიდვა სრულად რუსეთიდან ხორციელდება.

რაც შეეხება სხვა საქონელს, გაზრდილია არმატურის, მედიკამენტების და სპილენძის მადნების იმპორტი, ხოლო შემცირებულია სატვირთო ავტომობილების იმპორტი.

2026 წლის იანვარ-აპრილის მთავარი საიმპორტო საქონელი:

# საქონელი მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან 1 მსუბუქი ავტომობილები $926 -23% 2 ნავთობპროდუქტები $471 19% 3 ბუნებრივი აირი $254 17% 4 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული $246 13% 5 ნედლი ნავთობი $118 წინა წელს ამ საქონლის იმპორტი არ ფიქსირდებოდა 6 მობილური ტელეფონები $98 13% 7 სპილენძის მადნები და კონცენტრატები $67 176% 8 არმატურა $54 14% 9 ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები $50 28% 10 სატვირთო ავტომობილები $49 -25% 11 დანარჩენი საქონელი – სულ $3,360 -9%

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE