
ავტომობილების გაქირავების ბაზარზე ახალი რეგიონული ლიდერი FSTA Rent Car (რ)
საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის დათვალიერება ხშირად არ შემოიფარგლება მხოლოდ ქალაქის ცენტრალური ქუჩებითა და ასფალტიანი გზებით. მოგზაურებს სურთ მთებში ასვლა, ხრეშიან გზებზე გადაადგილება, ტბებთან და ნაკლებად ცნობილ ბუნებრივ ადგილებში მისვლა, კარვით დარჩენა და იმ ადგილების ნახვა, სადაც ჩვეულებრივი საჯარო ტრანსპორტი ვერ მიდის.
სწორედ ამ რეალურ საჭიროებაზე ააწყო საკუთარი მომსახურება FSTA Rent Car-მა, რეგიონულმა ავტომობილების გაქირავების კომპანიამ, რომელიც 2012 წლიდან ეხმარება მოგზაურებს საქართველოსა სომხეთის თურქეთის და აზერბაიჯანის დათვალიერებაში.
FSTA Rent Car მხოლოდ ავტომობილის გაქირავებით არ შემოიფარგლება. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სედანებს, მინივენებს, კომპაქტურ SUV-ებსა და მაღალი გამავლობის 4x4 ავტომობილებს, მარშრუტის დაგეგმვაში დახმარებას, საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას, საკემპინგე აღჭურვილობასა და 24/7 მხარდაჭერას.
ავტომობილი რეალური მარშრუტის მიხედვით
ავტომობილის არჩევისას მხოლოდ მგზავრების რაოდენობა ან ავტომობილის ფასი არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, სად აპირებს მომხმარებელი გადაადგილებას, როგორი იქნება გზის საფარი, რამდენი ბარგი ექნება, გეგმავს თუ არა საზღვრის გადაკვეთას და მოუწევს თუ არა მთიან ან რთულად მისადგომ ადგილებში გადაადგილება.
ქალაქში, ავტომაგისტრალზე და ძირითადად ასფალტიან გზებზე მოგზაურობისთვის ეკონომიური სედანი ან კომპაქტური SUV შეიძლება სრულიად საკმარისი იყოს. დიდი ოჯახისთვის ან ჯგუფისთვის უფრო პრაქტიკული არჩევანია მინივენი, ხოლო მთიანი, ხრეშიანი, ტალახიანი ან ცვალებადი გზებისთვის საჭიროა მაღალი გამავლობის 4x4 ავტომობილი.
FSTA Rent Car-ის მიდგომა სწორედ ამ განსხვავებაზეა აგებული, მომხმარებელი ავტომობილს არა მხოლოდ ფასის ან კატეგორიის, არამედ რეალური მარშრუტის მიხედვით ირჩევს.
„ჩვენ პირველ რიგში ვიგებთ, სად აპირებს მომხმარებელი წასვლას და მხოლოდ ამის შემდეგ ვურჩევთ შესაბამის ავტომობილს“, — ამბობს FSTA Rent Car-ის მარკეტინგის მენეჯერი.
მისი თქმით, რეგიონში მოგზაურობისას ხშირად იქმნება სიტუაცია, როდესაც მომხმარებელი 4x4 ავტომობილს ქირაობს, თუმცა ხელშეკრულებით ეკრძალება იმ გზებზე გადაადგილება, რისთვისაც რეალურად აირჩია მაღალი გამავლობის მანქანა.
„ბაზარზე ბევრი კომპანია აქირავებს 4x4 ავტომობილებს, მაგრამ მათი პირობები ხშირად ზღუდავს რეალურ off-road გზებზე გადაადგილებას. მომხმარებელი კი ასეთ ავტომობილს სწორედ მთაში, ხრეშიან გზაზე ან ბუნებაში წასასვლელად ქირაობს. ჩვენ ეს წინააღმდეგობა დავინახეთ და მომსახურება რეალურ მოთხოვნას მოვარგეთ.“
Off-road მოგზაურობა შესაბამისი სადაზღვევო პირობებით
FSTA Rent Car-ის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება off-road მარშრუტებისთვის შექმნილი სადაზღვევო პირობებია.
ავტომობილის გაქირავების სტანდარტულ ხელშეკრულებებში ხშირად გვხვდება გზები და ტერიტორიები, რომლებზეც დაზღვევა აღარ მოქმედებს. შედეგად, მომხმარებელს შესაძლოა 4x4 ავტომობილი ჰყავდეს, მაგრამ მისი გამოყენება იმ ადგილებში ვერ შეძლოს, სადაც მაღალი გამავლობა რეალურად სჭირდება.
FSTA Rent Car არის ერთადერთი კომპანია რეგიონში რომლის დაზღვევა ვრცელდება ნებისმიერ მარშრუტებზე შეზღუდვების გარეშე, რადგან ისინი მომხმარებელს სთავაზობენ როგორ სტანდარტულ დაზღვევას ასევე სრულ Offroad დაზღვევას, რაც მომხმარებელს რთულ გზებზე უფრო დაცულად გადაადგილების საშუალებას აძლევს.
FSTA Rent Car-ის მიზანია, მომხმარებელმა ავტომობილის მიღებამდე ზუსტად იცოდეს, სად შეუძლია გადაადგილება, რა რისკებია დაზღვეული და როგორ უნდა მოიქცეს პრობლემის შემთხვევაში.
არა მხოლოდ 4x4 ავტომობილები
მიუხედავად იმისა, რომ FSTA Rent Car განსაკუთრებით ცნობილია მაღალი გამავლობის ავტომობილებითა და სათავგადასავლო მოგზაურობებისთვის შექმნილი მომსახურებით, კომპანიის ავტოპარკი მხოლოდ 4x4 მანქანებით არ შემოიფარგლება.
მომხმარებლებს შეუძლიათ იქირაონ:
• ეკონომიური და კომფორტული სედანები; • კომპაქტური და საშუალო ზომის SUV-ები; • მაღალი გამავლობის 4x4 ავტომობილები; • ოჯახებისა და დიდი ჯგუფებისთვის განკუთვნილი მინივენები.
ეს ნიშნავს, რომ ერთი და იმავე კომპანიისგან შესაძლებელია როგორც ქალაქში რამდენიმედღიანი გადაადგილებისთვის საჭირო ავტომობილის, ისე რამდენიმე ქვეყნისა და რთული ბუნებრივი მარშრუტის დასაფარად გამზადებული 4x4-ის მიღება.
პრობლემები, რომლებსაც მოგზაურები გაქირავებისას ხშირად აწყდებიან
უცხოელი ტურისტები ავტომობილებს ძირითადად ჯერ კიდევ საკუთარ ქვეყანაში ყოფნისას ჯავშნიან. მათ ხშირად ურჩევნიათ საერთაშორისო ბრენდი ან ონლაინ აგრეგატორი, რადგან ასეთი პლატფორმა ნაცნობად და სანდოდ გამოიყურება.
თუმცა ადგილობრივი პირობები განსხვავებულია. საეთაშორისო კომპანიების მანქანებზე მოქმედებდეს დამატებითი შეზღუდვები, Offroad გზები დაზღვევიდან არის გამორიცხული და წინასწარ არჩეული მოდელის ნაცვლად ხშირად მომხმარებელი სულ სხვა მანქანას იღებს იმ გამართლებით რომ იგივე კატეგორიაა.
კერძო ავტომობილების გაქირავების პლატფორმებზე აგრეგატორებზე კი ტექნიკური მდგომარეობის, მხარდაჭერისა და პასუხისმგებლობის სტანდარტი საშინელ დონეზეა.
FSTA Rent Car-ის მარკეტინგის მენეჯერის თქმით, კომპანიას არაერთხელ დაკავშირებიან ტურისტები რომლებმაც იქირავეს მანქანებს საერთაშორისო აგრეგატორებისგან, მაგრამ ტექნიკური პრობლემის გამო გზაზე დახმარების გარეშე დარჩნენ.
„გვქონია შემთხვევები, როდესაც ოჯახი ბავშვებთან ერთად შუა გზაში დარჩა, მანქანა გაუფუჭდათ და მომსახურების მომწოდებელს ვეღარ უკავშირდებოდნენ. ასეთ დროს ჩვენთვისაც დაურეკავთ და, როდესაც შესაძლებლობა გვქონდა, დახმარება გაგვიწევია. პრობლემა ისაა, რომ ჩვენი მანქანების დიდი ნაწილი წინასწარ არის დაჯავშნილი რადგან ყველას ჩვენთან უნდა ქირაობა ძირითადად თვეებით ადრე გვიჯავნშიან მანქაებს და შემცვლელი ავტომობილის სწრაფად გამოყოფა აგრეგატორებისგან დაზიანებული ტურისტებისთვის ყოველთვის არ არის ჩვენთვის მარტივი.“
სწორედ ამიტომ კომპანია მომხმარებლებს ურჩევს, მოგზაურობა და ავტომობილის დაჯავშნა წინასწარ დაგეგმონ და კონცენტრაცია გააკეთონ სანდო კომპანიებზე და არა აგრეგატორების დაბალ ფასებზე რომლებიც მათ დიდ პრობლმებეს შეუქმნის.
საზღვრის კვეთა დაქირავებული ავტომობილით
რამდენიმე ქვეყნის ერთ მოგზაურობაში გაერთიანება ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, თუმცა რეგიონში კომპანიების უმეტესობა ამის საშუალებას არ აძლევს ტურისტებს.
FSTA Rent Car კი მომხმარებლებს ეხმარება საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მიმართულებით cross-border მოგზაურობების სრულ შესაძლებლობას აძლევს უფრო მეტიც ისინი თვითონ ამზადებენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას წინასწარ.
ეს ამცირებს საზღვარზე შეფერხების, არასაკმარისი დოკუმენტაციის ან სადაზღვევო პრობლემების რისკს.
დახმარება მოგზაურობის დაგეგმვის პროცესში
FSTA Rent Car მომხმარებელს მხოლოდ მანქანის გასაღებს არ გადასცემს. კომპანია უცხოელ ტურისტებს მარშრუტის დაგეგმვაშიც ეხმარება, რათა მათ წინასწარ გაითვალისწინონ ადგილობრივი წესები, გზების მდგომარეობა, სეზონური შეზღუდვები და შესაძლო ჯარიმები.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში პირველად მოგზაურობისას. რუკაზე მოკლედ ნაჩვენები გზა რეალურად შეიძლება რთული, სეზონურად ჩაკეტილი ან კონკრეტული ავტომობილისთვის შეუსაბამო აღმოჩნდეს.
კომპანია მომხმარებელს აწვდის პრაქტიკულ ინფორმაციას:
• რომელი ტიპის ავტომობილია საჭირო კონკრეტული გზისთვის; • სად შეიძლება მოქმედებდეს გადაადგილების შეზღუდვა; • რა დოკუმენტებია საჭირო საზღვრის კვეთისას; • რომელი მარშრუტებია უსაფრთხო კონკრეტულ სეზონზე; • როგორ უნდა იმოქმედოს მძღოლმა ტექნიკური ან სხვა პრობლემის შემთხვევაში.
მომხმარებლებისთვის მოქმედებს 24/7 დისტანციური მხარდაჭერაც. მცირე პრობლემების მოგვარება ხშირად ტელეფონით ან ონლაინ კონსულტაციით არის შესაძლებელი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური ჯგუფი მიდის მომხმარებლის კონკრეტულ ლოკაციაზე და ადგილზე უწევს დახმარებას.
კარვები და საკემპინგე აღჭურვილობა
მოგზაურებისთვის, რომლებსაც ბუნებაში დარჩენა სურთ, FSTA Rent Car ავტომობილთან ერთად დამატებით საკემპინგე აღჭურვილობასაც სთავაზობს.
შეთავაზებაში შედის ავტომობილის სახურავზე დასამონტაჟებელი კარვები, მიწის კარვები და მოგზაურობისთვის საჭირო სხვადასხვა camping აღჭურვილობა.
სახურავის კარავი განსაკუთრებით პრაქტიკულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რამდენიმე ადგილას აპირებენ გაჩერებას და არ სურთ ყოველ საღამოს მიწის კარვის თავიდან აწყობა. მიწის კარავი კი უფრო მოქნილი არჩევანია დიდი ჯგუფებისთვის ან იმ შემთხვევაში, როდესაც ავტომობილისგან განცალკევებულ ადგილას დარჩენა იგეგმება.
აღჭურვილობის თვალსაზრისით კი კომპანია აქირავებს სრულ საკემპინგო აღჭურვილობას რაც შეიძლება ტურისტებს დასჭირდეთ.
იახტისა და ვერტმფრენის ტურები
FSTA Rent Car-ის მომსახურება სახმელეთო მოგზაურობით არ სრულდება.
თავგადასავლებისა და განსხვავებული გამოცდილების მოყვარულებისთვის კომპანია ასევე სთავაზობს იახტით გასეირნებას ზღვებსა და ტბებზე და ვერტმფრენის ტურებს რეგიონის გამორჩეულ ბუნებრივ ადგილებში.
ასეთი მომსახურებები საშუალებას აძლევს მოგზაურს, ერთი ტურის ფარგლებში გააერთიანოს ავტომობილით მოგზაურობა, კემპინგი, წყლის მარშრუტები და საჰაერო ტურები.
ბავშვის სავარძლები და დამატებითი აქსესუარები
ოჯახთან ერთად მოგზაურობისას უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის დამატებითი აღჭურვილობა ხშირად აუცილებელია.
FSTA Rent Car მომხმარებლებს სთავაზობს ბავშვის სავარძლებსა და სხვა აქსესუარებს, რომლებიც შეიძლება კონკრეტული მოგზაურობისთვის გახდეს საჭირო.
ავტომობილის გაქირავებაზე მეტი
რეგიონში დამოუკიდებლად მოგზაურობისას კარგი ავტომობილი მხოლოდ პირველი ნაბიჯია. საჭიროა სწორად შერჩეული მანქანა, მკაფიო სადაზღვევო პირობები, ტექნიკურად გამართული ავტოპარკი, შესაბამისი დოკუმენტები, ადგილობრივი მარშრუტების ცოდნა და რეალური მხარდაჭერა მაშინაც, როდესაც პრობლემა ქალაქიდან შორს წარმოიქმნება.
FSTA Rent Car-ის მომსახურება სწორედ ამ კომპონენტების გაერთიანებას ცდილობს.
2012 წლიდან დაგროვილი გამოცდილებით კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს არა უბრალოდ ავტომობილს, არამედ კონკრეტულ მარშრუტზე მორგებულ სამოგზაურო გადაწყვეტას, სედანით ქალაქში გადაადგილებიდან დაწყებული, 4x4 ავტომობილით, სახურავის კარვითა და საკემპინგე აღჭურვილობით რამდენიმექვეყნიან მოგზაურობამდე.
რადგან ყველა ტურისტი ცდილბოს რომ fsta rent car მანქანები იქირაოს იქმნება სიტუაცია რომ მათი მანქანები ძირითადად სულ გაქირავებულია ასე რომ კომპანია ტურისტებს უწევს რეკომენდაციას რომ წინასწარ რამდენიმე თვით ადრე დაჯავშნონ მანქანები რომ შეძლონ ხელმისაწვდომი მანქანის ქირაობა.
BM.GE
წყარო: bm.ge