
ავტოსესხი ფიზიკური ვიზიტის გარეშე - Eurocredit-მა ახალი ციფრული სერვისი დანერგა
მიკროსაფინანსო კომპანია Eurocredit-მა მომხმარებელს ქვეყნის ისტორიაში პირველი, სრულად ციფრული ავტოსესხი შესთავაზა. ახალი ფინანსური პროდუქტი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, დაფინანსება ფიზიკური ვიზიტისა და ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, ნებისმიერი ადგილიდან, ონლაინ რეჟიმში მიიღოს.
როგორ მუშაობს ახალი პროდუქტი?
ციფრული ავტოსესხის გაცემის პროცესი სრულად ავტომატიზებულია. სერვისითსარგებლობისთვის მომხმარებელი ეწვევა კომპანიის ვებგვერდს, გადის რეგისტრაციისა და დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესს, რის შემდეგაც იგი თავად ირჩევს სასურველ თანხასა და ვადას, სისტემა კი უზრუნველყოფს:
• განაცხადის შევსებას დისტანციურად, მარტივ ინტერფეისში; • მომხმარებლის სწრაფ და უსაფრთხო იდენტიფიკაციას; • გადაწყვეტილების უმოკლეს დროში მიღებას.
მნიშვნელოვანია, რომ Eurocredit-ის ციფრული სერვისი არა მხოლოდ ახალი სესხის აღების, არამედ არსებულ სესხზე თანხის დამატების (რეფინანსირების) პროცესსაც ფარავს, რაც ასევე სრულად ონლაინ სივრცეში ხორციელდება.
თანამედროვე ფინანსურ სექტორში მომხმარებლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვისის სისწრაფე და ხელმისაწვდომობა ხდება. Eurocredit-ის ინიციატივა ბაზარზე არსებულ სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს და მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, სადაც ფინანსური პროდუქტების მიღება დაზოგილ დროსთან და გამარტივებულ გამოცდილებასთან ასოცირდება.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული პროდუქტის დანერგვა Eurocredit-ის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად პროცესების დიჯიტალიზაციას, აჩქარებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას ისახავს.
„ჩვენთვის ეს არ არის უბრალოდ ახალი პროდუქტი - ეს უფრო დიდი ტრანსფორმაციის ნაწილი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ფინანსური სერვისების დიჯიტალიზაციის მიმართულებით.
გვჯერა, რომ ფინანსური სერვისები მარტივი, სწრაფი, ხელმისაწვდომი და მომხმარებელზე ორიენტირებული - “ბარიერების გარეშე” უნდა იყოს. ციფრული ავტო სესხი სწორედ ამ ხედვის რეალიზებაა.
ამ შედეგის მიღმა დგას დიდი შრომა, გუნდური მუშაობა და ძლიერი პარტნიორობა. ჩვენ ვაგრძელებთ უფრო თანამედროვე და მომხმარებელზე მორგებული ფინანსური სერვისების შექმნას მომავალშიც - ბარიერების გარეშე,“ - აცხადებენ Eurocredit-ში.
ციფრული ავტოსესხის კამპანია ვიდეოების 4 სერიას მოიცავს, სადაც გაცოცხლებულია ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი ქართული მითოლოგიისა და ზღაპრების გმირები - პერსონაჟები, რომელთაც მიზნის მისაღწევად ადრე ცხრა მთისა და ზღვის გადალახვა უწევდათ.
დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. Eurocredit-ის ციფრული ავტოსესხის საშუალებით ეს გზა მნიშვნელოვნად მარტივდება როგორც მიჯაჭვული ამირანისთვის, ასევე, უკვე მეორე სერიაში, მედეასა და იასონისთვის, რომელთა მოგზაურობაც სრულიად ახალ, ციფრულ რეალობაში გრძელდება.
კამპანიის კრეატიულ ნაწილზე JoyBoy Creative Studio მუშაობდა, ხოლო სტრატეგიულ და მარკეტინგულ მხარდაჭერას Eurocredit-ის პარტნიორი სააგენტო Mindset უზრუნველყოფს.
Eurocredit ZUK Group-ის წევრ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და მომხმარებლებს ავტო, ბიზნეს და სხვა ტიპის ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს.
BM.GE
წყარო: bm.ge