მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვაში ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს 2026 წლის ბოლომდე აამოქმედებენ
აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვაში ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს 2026 წლის ბოლომდე აამოქმედებენ

აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვაში ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს 2026 წლის ბოლომდე აამოქმედებენ

BM.GE4 ოქტომბერი, 2026, 18:28|bm.ge

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყაზახეთთან დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზი 2026 წლის ბოლომდე ამოქმედდება.

სახელმწიფოს მეთაურმა ეს ინფორმაცია ბაქოში გამართულ აზერბაიჯანის მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე გააჟღერა. ილჰამ ალიევმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კასპიის ზღვის ფსკერზე გამავალი ახალი ინფრასტრუქტურა ორ ქვეყანას ერთმანეთთან დააკავშირებს და რეგიონის სტრატეგიულ უპირატესობას გაამყარებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ყაზახეთის ლიდერი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი ორმხრივი ციფრული თანამშრომლობის გაფართოებაზე აქტიურად მუშაობენ. ეს სტრატეგიული თანამშრომლობა კი მიზნად ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას შორის ციფრული კავშირების გაძლიერებას ისახავს. პროექტი ითვალისწინებს წყალქვეშა მაგისტრალს, რომელიც რეგიონის ინტერნეტ ინფრასტრუქტურას ფუნდამენტურად გარდაქმნის. ამას გარდა, ახალი საკაბელო კავშირი რეგიონული საკომუნიკაციო ქსელების დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს და ორ რეგიონს შორის მონაცემთა სწრაფ მიმოცვლას უზრუნველყოფს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰორიზონტის რომელი მხრიდან მოვა ბანკი, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - დავით უტიაშვილი

ჰორიზონტის რომელი მხრიდან მოვა ბანკი, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს - დავით უტიაშვილი

BM.GE

Nvidia-მ ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი შექმნა

Nvidia-მ ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი შექმნა

BM.GE

Waymo-მ აშშ-ში რობოტაქსების მოძრაობა შეაჩერა - რა გახდა მიზეზი?

Waymo-მ აშშ-ში რობოტაქსების მოძრაობა შეაჩერა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

IPO-ს შემდეგ, Anthropic-ში Google-ისა და Amazon-ის წილი 28%-ს მიაღწევს

IPO-ს შემდეგ, Anthropic-ში Google-ისა და Amazon-ის წილი 28%-ს მიაღწევს

BM.GE