
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 აგვისტოს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხარებლებს ზაჰესში პლატინის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, მუხათგვერდში.
12:30 საათიდან 18:30 საათამდე დენი გაეთშებათ აბონენტებს სოფლებში მამკოდა, წოდორეთი, ზემო ლისი, მსხალდიდი.
13:30 საათიდან 16:30 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისძირი, მუხრანი, ქანდა, ქსანი და მიმდებარე სოფლებში.
15:00 საათიდან 19:30 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ლევან რჩეულიშვილის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge