მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანის არასანავთობო მრეწველობა 2021-2025 წლებში 1.5-ჯერ გაიზარდა
აზერბაიჯანის არასანავთობო მრეწველობა 2021-2025 წლებში 1.5-ჯერ გაიზარდა

აზერბაიჯანის არასანავთობო მრეწველობა 2021-2025 წლებში 1.5-ჯერ გაიზარდა

BM.GE1 ნოემბერი, 2026, 15:49|bm.ge

2021-2025 წლებში აზერბაიჯანის არასანავთობო მრეწველობა 1.5-ჯერ გაიზარდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სამად ბაშირლის განცხადებით, არასანავთობო ინდუსტრიის გაფართოებამ, მზარდ ექსპორტთან ერთად, ქვეყანაში ენერგორესურსებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა.

მან ბაქოში, მდგრადი განვითარების მიზნების მე-9 დიალოგზე აღნიშნა, რომ ნახშირბადის ემისიების შემცირებასთან ერთად, ალტერნატიული ენერგორესურსების ათვისება ხელისუფლებისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

როგორც მან თქვა, მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ქვეყანამ რამდენიმე რეგიონული პროექტის განხორციელება დაიწყო. ბაშირლის განცხადებით, ახალი ინიციატივები კასპიის ზღვის რეგიონს შავ ზღვასთან, ევროპასა და ცენტრალურ აზიასთან მწვანე ენერგეტიკული დერეფნებით დააკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ამ სექტორში გაფორმებული შეთანხმებების ჯამურმა სიმძლავრემ უკვე 8 გიგავატს გადააჭარბა.

ინფორმაციისთვის, ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანაში საგადასახადო და საბაჟო შეღავათების მექანიზმი ამოქმედდა, ბიზნესის განვითარების ფონდმა კი მწვანე დაკრედიტების პროგრამა დაიწყო.

ბაშირლის განმარტებით, ინდუსტრიული დეკარბონიზაცია მხოლოდ ტრადიციული რესურსების ჩანაცვლებას არ გულისხმობს. პროცესი წარმოების ეფექტიანობის გაზრდას, რესურსების ეკონომიურ გამოყენებასა და ეკოლოგიური ტექნოლოგიების დანერგვას მოითხოვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობისთვის“ - ერდოღანი ზელენსკის შეხვდა

„მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობისთვის“ - ერდოღანი ზელენსკის შეხვდა

BM.GE

აშშ-მა Boeing-ს ბელარუსულ „ბელავიასთან“ თანამშრომლობის ნებართვა მისცა

აშშ-მა Boeing-ს ბელარუსულ „ბელავიასთან“ თანამშრომლობის ნებართვა მისცა

BM.GE

რა სჭირდება ქართულ სათამაშოს ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად? - "გოგორას" გამოცდილება

რა სჭირდება ქართულ სათამაშოს ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად? - "გოგორას" გამოცდილება

BM.GE

საქართველოში ტყავის ფეხსაცმლის იმპორტმა $32 მილიონს გადააჭარბა - მთავარი მომწოდებელი ქვეყნები

საქართველოში ტყავის ფეხსაცმლის იმპორტმა $32 მილიონს გადააჭარბა - მთავარი მომწოდებელი ქვეყნები

BM.GE