მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობისთვის“ - ერდოღანი ზელენსკის შეხვდა
„მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობისთვის“ - ერდოღანი ზელენსკის შეხვდა

„მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობისთვის“ - ერდოღანი ზელენსკის შეხვდა

BM.GE1 ნოემბერი, 2026, 16:36|bm.ge

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეხვდნენ. ლიდერებმა უკრაინას, რუსეთსა და აშშ-ის შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობებთან ერთად, ორმხრივი ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ნოემბერში სავარაუდო სამიტის ორგანიზებაზე, რომელშიც შესაძლოა ვოლოდიმირ ზელენსკი, ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი მონაწილეობდნენ. თუმცა, შეხვედრის ზუსტი თარიღი და ადგილი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა მიესალმა ომის დიპლომატიური გზით დასრულების ინიციატივებს, განსაკუთრებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას და აღნიშნა, რომ ანკარა მზადაა გააკეთოს ყველაფერი მშვიდობის მისაღწევად. ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი კვლავ ერთგული რჩება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობასა და სამოქალაქო გემებზე თავდასხმებს. ერდოღანის თქმით, შავ ზღვაზე დაძაბულობის ესკალაცია მიუღებელია და ყველა მხარეს პასუხისმგებლობით მოქმედებისკენ მოუწოდა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქულ მხარესთან შეთანხმდნენ „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის“ ეფექტიან ფუნქციონირებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და იგეგმება ერთობლივი სამრეწველო პროექტები. გარდა ამისა, თურქულ ენერგეტიკულ კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მომავალი კვირიდან უკრაინაში გენერატორებისა და სხვა ენერგეტიკული აღჭურვილობის მიწოდება გაიზარდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-მა Boeing-ს ბელარუსულ „ბელავიასთან“ თანამშრომლობის ნებართვა მისცა

აშშ-მა Boeing-ს ბელარუსულ „ბელავიასთან“ თანამშრომლობის ნებართვა მისცა

BM.GE

რა სჭირდება ქართულ სათამაშოს ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად? - "გოგორას" გამოცდილება

რა სჭირდება ქართულ სათამაშოს ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად? - "გოგორას" გამოცდილება

BM.GE

აზერბაიჯანის არასანავთობო მრეწველობა 2021-2025 წლებში 1.5-ჯერ გაიზარდა

აზერბაიჯანის არასანავთობო მრეწველობა 2021-2025 წლებში 1.5-ჯერ გაიზარდა

BM.GE

საქართველოში ტყავის ფეხსაცმლის იმპორტმა $32 მილიონს გადააჭარბა - მთავარი მომწოდებელი ქვეყნები

საქართველოში ტყავის ფეხსაცმლის იმპორტმა $32 მილიონს გადააჭარბა - მთავარი მომწოდებელი ქვეყნები

BM.GE