მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნა კიდევ ერთხელ - იანვრამდე გადადო
აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნა კიდევ ერთხელ - იანვრამდე გადადო

აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნა კიდევ ერთხელ - იანვრამდე გადადო

BM.GE17 სექტემბერი, 2026, 22:29|bm.ge

აზერბაიჯანმა "კორონავირუსის პრევენციის" მიზნით ჩაკეტილი სახმელეთო საზღვრის გახსნა ამჯერად იანვრამდე გაახანგრძლივა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის (COVID-19) ინფექციის გავრცელების პრევენციისა და მისი შესაძლო შედეგების შემსუბუქების მიზნით, აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2027 წლის 2 იანვრის დილის 06:00 საათამდე გაგრძელდა.

2026 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებით, სახმელეთო საზღვარი 1 ოქტომბრიდან უნდა გახსნილიყო. აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვარი ყველა მეზობელ ქვეყანასთან მათ შორის, საქართველოსთან 2020 წლიდან აქვს ჩაკეტილი. სახმელეთო საზღვრის დაკეტვის მიუხედავად, ტვირთების სახმელეთო გადაზიდვა საქართველოდან, რუსეთიდან, ირანიდან და თურქეთიდან კვლავ ნებადართულია. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის მაისში COVID-19-ის გლობალური საგანგებო მდგომარეობის დასრულება გამოაცხადა, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები კვლავ დაკეტილი რჩება. სახმელეთო საზღვრისგან განსხვავებით საქართველო-აზერბაიჯანს შორის საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თელავის აეროპორტისა და რკინიგზის განვითარება - რას შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები კახეთისთვის

თელავის აეროპორტისა და რკინიგზის განვითარება - რას შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები კახეთისთვის

BM.GE

რატომ იცვლება გაზის ტარიფი მოხმარების მიხედვით? - გია არაბიძის ვარაუდი

რატომ იცვლება გაზის ტარიფი მოხმარების მიხედვით? - გია არაბიძის ვარაუდი

BM.GE

"ევროპის ქვეყნებში სოციალურ საწარმოებს შეღავათები აქვთ, საქართველოში არა" - რა გამოწვევების წინაშეა "ბებიას"?

"ევროპის ქვეყნებში სოციალურ საწარმოებს შეღავათები აქვთ, საქართველოში არა" - რა გამოწვევების წინაშეა "ბებიას"?

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE