მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 14:28|bm.ge

აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა.

უწყება წერს, რომ გიორგი ზაქარაშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2021 წლიდან დღემდე იგი უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო. 2016-2019 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2016 წლებში იყო უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.

სხვადასხვა დროს მას, ასევე, ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობები.

გიორგი ზაქარაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

2024 წლამდე თანამდებობა აჭარის მთავრობის მოქმედ თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს ეკავა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო რუსეთის უკანა ეზო გახდა…ეკონომიკის ზრდა საგარეო შოკებისა და ჩრდილოვანი ნაკადების შედეგია|ეკონომისტი

საქართველო რუსეთის უკანა ეზო გახდა…ეკონომიკის ზრდა საგარეო შოკებისა და ჩრდილოვანი ნაკადების შედეგია|ეკონომისტი

BM.GE

"ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს" - როგორ ეხმიანებიან ეკონომიკური უწყებები Fitch-ის ანგარიშს?

"ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს" - როგორ ეხმიანებიან ეკონომიკური უწყებები Fitch-ის ანგარიშს?

BM.GE

ნოემბრიდან EU-ში შემავალ ყველა ამანათზე 2-ევროიანი მოსაკრებელი წესდება

ნოემბრიდან EU-ში შემავალ ყველა ამანათზე 2-ევროიანი მოსაკრებელი წესდება

BM.GE

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა ნარჩუნდება - Fitch

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა ნარჩუნდება - Fitch

BM.GE