მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აზიის მიმართულებებზე მოთხოვნა 50%-მდე შემცირდა - Voyager 365
აზიის მიმართულებებზე მოთხოვნა 50%-მდე შემცირდა - Voyager 365

აზიის მიმართულებებზე მოთხოვნა 50%-მდე შემცირდა - Voyager 365

BM.GE15 მაისი, 2026, 13:50|bm.ge

ტურისტული კომპანია Voyager 365-ის დამფუძნებლის, გვანცა გოცირიძის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა ტურისტულ სექტორზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და განსაკუთრებით აზიის მიმართულებებზე მოთხოვნა შეამცირა.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა, კრიტიკული პერიოდი მარტი-აპრილი იყო, როდესაც რეგიონში ვითარების გამწვავებას რეისების გაუქმება და გადადება მოჰყვა.

"დაგვეკეტა მთავარი ჰაბები, როგორიც არის დუბაი, შარჟა, კატარი. შესაბამისად, შეწყდა ფრენები შორეულ მიმართულებებზე. ეს ჰაბები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათი მეშვეობით ვაკავშირებთ საქართველოდან მოგზაურებს აზიის ქვეყნებთან.

მომართვიანობა ამ მიმართულებებზე დაახლოებით 40-50%-ით შემცირდა. ადამიანები ცდილობდნენ აერჩიათ ისეთი ქვეყნები, სადაც მოგზაურობა ნაკლებ ფინანსურ და ლოგისტიკურ რისკთან იქნებოდა დაკავშირებული", - აღნიშნა მან.

კომპანიის ინფორმაციით, პრობლემები მხოლოდ ფრენების გაუქმებას არ უკავშირდებოდა. გოცირიძის თქმით, ავიაკომპანიების ნაწილი თანხას მომხმარებლებს ვაუჩერის ფორმით უბრუნებდა, ხოლო აზიის რიგი სასტუმროები, მათ შორის ვიეტნამში, ტაილანდსა და მალდივებზე, მიმდინარე პროცესების გამო თანხის დაბრუნებას არ ითვალისწინებდნენ.

რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, მისი შეფასებით, ბაზარი ნაწილობრივ აღდგენას იწყებს, თუმცა მომხმარებელთა ნდობა კვლავ შედარებით დაბალია და სიფრთხილის რეჟიმი, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე თვე შენარჩუნდება.

ამასთან, ტურისტული პაკეტების ღირებულება უკვე გაზრდილია. გოცირიძის თქმით, ფასები საშუალოდ 20%-დან 35%-მდე არის მომატებული და ბაზრის არასტაბილურობის შემთხვევაში ზრდა შესაძლოა გაგრძელდეს: "როდესაც მოთხოვნა მაღალია და მიწოდება მცირდება, ფასები ავტომატურად იზრდება", - განმარტავს ის.

მიუხედავად ამისა, კომპანიის ინფორმაციით, მოგზაურობის მიმართ ინტერესი მთლიანობაში კვლავ მაღალია, თუმცა მომხმარებლები ამ ეტაპზე უპირატესობას ევროპულ მიმართულებებს ანიჭებენ. ყველაზე მოთხოვნად ქვეყნებს შორის საბერძნეთი, ესპანეთი და პორტუგალია სახელდება, მაშინ როცა თურქეთის კურორტები, მათ შორის ბოდრუმი და ანტალია, შედარებით მაღალი ფასების გამო ნაკლებად კონკურენტულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE