მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. B2B მიმართულების გაძლიერება, რედიზაინი და ექსპორტი - რა გეგმები აქვს საკონდიტრო "ბელას"?
B2B მიმართულების გაძლიერება, რედიზაინი და ექსპორტი - რა გეგმები აქვს საკონდიტრო "ბელას"?

B2B მიმართულების გაძლიერება, რედიზაინი და ექსპორტი - რა გეგმები აქვს საკონდიტრო "ბელას"?

BM.GE22 ნოემბერი, 2026, 02:23|bm.ge

საკონდიტრო „ბელა“ 2027 წელს მაღაზიების ქსელის განახლებას, B2B მიმართულების გაძლიერებასა და ექსპორტისთვის პროდუქციის მომზადებას გეგმავს. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მატა შველიძე BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივში“ აცხადებს, საერთაშორისო ბაზრებიდან დაინტერესება უკვე არსებობს, მათ შორის გერმანიიდან.

მისი თქმით, 2026 წელს კომპანიის ძირითადი აქცენტი საწარმოო პროცესების გაუმჯობესებაზე, საერთაშორისო სტანდარტის დანერგვასა და ახალი პროდუქტების განვითარებაზე იყო, მომდევნო წელს კი კომერციული მიმართულებების გაფართოება იგეგმება.

„თუ შევაჯამებთ 2026 წელს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო წარმოებაში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა, ეფექტურობის გაზრდა, ახალი ტექნოლოგიების დამატება და ახალი პროდუქტების განვითარება.

2027 წლის გეგმები პირდაპირ იქნება დაკავშირებული ჩვენი მაღაზიების სრულ რედიზაინთან. სწორედ ახალი დიზაინით გაიხსნება პეკინის ქუჩაზე ჩვენი მაღაზია. ასევე გავაძლიერებთ B2B მიმართულებით მუშაობას. ერთ-ერთ საერთაშორისო ბრენდთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა უკვე დავიწყეთ და 2027 წელს მაქსიმალურად შევეცდებით, HoReCa სექტორში მუშაობა გავაფართოოთ“, - აცხადებს მატა შველიძე.

ამასთან, „ბელა“ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობებსაც განიხილავს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყნის მხრიდან პროდუქციით დაინტერესება უკვე დაფიქსირდა. ამ ეტაპზე კომპანია საექსპორტო ბაზრებისთვის პროდუქციის მომზადებაზე მუშაობს.

„არის დაინტერესება ექსპორტის მიმართულებითაც. ეს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას გულისხმობს. რამდენიმე ქვეყნის მხრიდან, უშუალოდ გერმანიიდანაც იყო დაინტერესება და ჩვენ ამ მიმართულებითაც ვამუშავებთ პროდუქტს, რომ ექსპორტისთვის მზად იყოს“, - ამბობს მატა შველიძე.

მისი განმარტებით, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა 2027 წლიდან დაიწყება. ამ ეტაპზე საუბარია B2B თანამშრომლობაზე და არა კომპანიის საკუთარი საცალო ქსელის საზღვარგარეთ გაფართოებაზე.

გარდა ამისა, „ბელა“ ადგილობრივ ბაზარზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდასაც გეგმავს, რაც ფილიალების ქსელის გაფართოებას გულისხმობს: „ბუნებრივია, გაიზრდება ჩვენი ფილიალების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა“, – აცხადებს მატა შველიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

22 ნოემბერს, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

22 ნოემბერს, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

BM.GE

ბრაზილიაში ექვსდღიანი სამუშაო კვირა უქმდება

ბრაზილიაში ექვსდღიანი სამუშაო კვირა უქმდება

BM.GE

რითეილერები კონკურენციის ძალიან საინტერესო ეტაპზე გადავდივართ - Daily Group

რითეილერები კონკურენციის ძალიან საინტერესო ეტაპზე გადავდივართ - Daily Group

BM.GE

რეზერვების დაგროვება მაკროსტაბილურობას ემსახურება, ინფლაციაზე ზეწოლას არ ახდენს - დავით უტიაშვილი

რეზერვების დაგროვება მაკროსტაბილურობას ემსახურება, ინფლაციაზე ზეწოლას არ ახდენს - დავით უტიაშვილი

BM.GE