მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბრაზილიაში ექვსდღიანი სამუშაო კვირა უქმდება
ბრაზილიაში ექვსდღიანი სამუშაო კვირა უქმდება

ბრაზილიაში ექვსდღიანი სამუშაო კვირა უქმდება

BM.GE22 ნოემბერი, 2026, 03:30|bm.ge

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ე.წ. "6x1" სისტემას - კვირაში ექვსი დღე მუშაობისა და ერთი დღე დასვენების წესს აუქმებს. სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, ახალი რეგულაციით დასაქმებულებს კვირაში ორი დასვენების დღის უფლება ექნებათ ხელფასის შემცირების გარეშე, სამუშაო საათების შემცირების გადაწყვეტილება კი ძალაში 16 დეკემბრიდან შევა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ლულა და სილვამ ამ ცვლილებას ბრაზილიელი მშრომელებისთვის ისტორიული მონაპოვარი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ყოველკვირეული დასვენების დრო გაიზრდება ისე, რომ დასაქმებულთა ანაზღაურება სრულად იქნება დაცული.

"კვირაში ორი დასვენების დღე, ხელფასის შემცირების გარეშე. დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც 6x1 სამუშაო სისტემის დასრულებას არეგულირებს. ეს არის ბრაზილიის მუშათა კლასის ისტორიული მონაპოვარი, რომელსაც ჩვენი მთავრობის სიმტკიცითა და მხარდაჭერით მივაღწიეთ", - განაცხადა ლულამ. მან ასევე აღნიშნა, რომ განკარგულება, რომელიც 16 დეკემბრიდან ამოქმედდება, საათობრივი ანაზღაურების გამოთვლის ახალ კრიტერიუმებს აწესებს, რათა შემცირებული სამუშაო საათების მიუხედავად, მუშაკთა შემოსავალი არ შემცირდეს.

ბრაზილიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დასაქმებულებს დასვენებისა და ოჯახისა თუ სოციალური ცხოვრებისთვის დროის დათმობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. მისი განმარტებით, სამუშაო პირობების შეცვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის, რომლებსაც პასუხისმგებლობა როგორც სამსახურში, ისე სახლში ეკისრებათ.

"მე უფლებებისთვის ბრძოლაში გავიზარდე და შრომის ფასი ვიცი. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ცხოვრება მხოლოდ სამუშაოსგან ვერ შედგება. ადამიანებს სჭირდებათ დრო დასასვენებლად, შვილებზე ზრუნვისთვის, ოჯახთან ყოფნისა და ღირსეული ცხოვრებისთვის. განსაკუთრებით ქალებს, რომლებიც ხშირად ორ ცვლაში მუშაობენ", - აღნიშნა ლულამ.

მან დასძინა, რომ ახალი სამუშაო რეჟიმი წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია მთელი ბრაზილიელი ხალხისთვის: "ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია წვლილი შევიტანო ამ მონაპოვარში, რომელიც მშრომელთა ბრძოლის შედეგად დაიბადა და პროგრესს ნიშნავს მთელი ბრაზილიელი ხალხისთვის".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

22 ნოემბერს, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

22 ნოემბერს, ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

BM.GE

რითეილერები კონკურენციის ძალიან საინტერესო ეტაპზე გადავდივართ - Daily Group

რითეილერები კონკურენციის ძალიან საინტერესო ეტაპზე გადავდივართ - Daily Group

BM.GE

B2B მიმართულების გაძლიერება, რედიზაინი და ექსპორტი - რა გეგმები აქვს საკონდიტრო "ბელას"?

B2B მიმართულების გაძლიერება, რედიზაინი და ექსპორტი - რა გეგმები აქვს საკონდიტრო "ბელას"?

BM.GE

რეზერვების დაგროვება მაკროსტაბილურობას ემსახურება, ინფლაციაზე ზეწოლას არ ახდენს - დავით უტიაშვილი

რეზერვების დაგროვება მაკროსტაბილურობას ემსახურება, ინფლაციაზე ზეწოლას არ ახდენს - დავით უტიაშვილი

BM.GE