მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბადიაურში კვების პროდუქტების სავაჭრო სივრცის პროექტირება იწყება
ბადიაურში კვების პროდუქტების სავაჭრო სივრცის პროექტირება იწყება

ბადიაურში კვების პროდუქტების სავაჭრო სივრცის პროექტირება იწყება

BM.GE15 ივლისი, 2026, 15:54|bm.ge

ბადიაურში კვების პროდუქტების სავაჭრო სივრცის პროექტირება იწყება. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანია შპს "ოფგრიდთან" გააფორმა. კომპანია პროექტს 940 489.5 ლარად შექმნის. მომსახურების ვადად განსაზღვრულია 4 თვე.

პროექტის მიხედვით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში, ადგილობრივი კვების პროდუქტების სარეალიზაციოდ განკუთვნილ ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს თანამედროვე სავაჭრო და სამეწარმეო ზონები, ტერიტორიაზე დაიგეგმება პავილიონების, სათავსოების და ჯიხურების განთავსება, ავტოსადგომის მოწყობა, ასევე, საზოგადოებრივი სველი წერტილების, უსაფრთხოების, გარე განათების, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების შექმნა.

"ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სავაჭრო სივრცე მოეწყობა საგარეჯო-ბადიაურის 17 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ახალი მაგისტრალის სატრანსპორტო კვანძთან, სადაც ადგილობრივი მეწარმეები შეძლებენ უსაფრთხო გარემოში პროდუქციის რეალიზაციას და სტაბილური შემოსავლის მიღებას.

ბადიაურის ახალი სავაჭრო სივრცე ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას და შექმნის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბიზნეს გარემოს", - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ  ქვენატკოცასა და აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს - სამინისტრო

სოფელ  ქვენატკოცასა და აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს - სამინისტრო

BM.GE

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

BM.GE

ცხრა დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, მაგრამ ეს მართლმსაჯულება არ არის - Amnesty International

ცხრა დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, მაგრამ ეს მართლმსაჯულება არ არის - Amnesty International

BM.GE

2 კლინიკას და 5 ექიმს გაფრთხილება მიეცა - რა განიხილეს პროფესიული განვითარების საბჭოზე?

2 კლინიკას და 5 ექიმს გაფრთხილება მიეცა - რა განიხილეს პროფესიული განვითარების საბჭოზე?

BM.GE