ორიგინალი
BAG ინდექსი: ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
BM.GE·12:32

BAG ინდექსი: ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

12 ოქტომბერი, 2026 · 12:32

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის მესამე კვარტალის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 2019 წლის შემდეგ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 48.4 ქულა შეადგინა.

სექტორებს შორის, ბიზნეს კლიმატის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში დაფიქსირდა, სადაც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობაც ყველაზე პოზიტიურად შეფასდა.

გამოკითხულ კომპანიებს დადებითი მოლოდინი აქვთ, ასევე, დასაქმების მიმართულებით. დასაქმების ბარომეტრმა 32.9 ქულა შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ასევე, აღსანიშნავია კომპანიების გეგმები დასაქმებულთა ანაზღაურებასთან დაკავშირებით, კერძოდ, გამოკითხულთა 30% მეოთხე კვარტალში ხელფასების ზრდას პროგნოზირებს.

2026 წლის III კვარტალში ბიზნესის მთავარი გამოწვევა კვლავაც სპეციალისტების ნაკლებობა და სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერებია. საგულისხმოა, რომ წინა კვარტალთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით გამწვავდა სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემაც.

აღსანიშნავია, რომ სექტორების მიხედვით, ზემოხსენებული სამივე ფაქტორი ყველაზე მეტად მშენებლობის სექტორისთვის წარმოადგენს პრობლემას.

ამასთან, მესამე კვარტალში ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებზე გამოკითხული კომპანიების 50%-მა ისაუბრა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

კვლევის ფარგლებში, I კვარტალის მსგავსად, საანგარიშო კვარტალშიც შეფასდა კომპანიების საინვესტიციო გეგმები 2026 წლისთვის. გამოკითხულთა 68% 2026 წელს ჯამური საინვესტიოციო მოცულობის გაზრდას გეგმავს, რომელიც უმეტესად აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზების შესაძენად იქნება მიმართული.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

კვლევის სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BAG ინდექსი: ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:42

ირანის რეგიონული ნავთობის ექსპორტის დაბლოკვით იმუქრება

ირანის რეგიონული ნავთობის ექსპორტის დაბლოკვით იმუქრება
BM.GE·19:29

სად გადაინაცვლებს მშენებლობის მთავარი აქცენტი უახლოეს წლებში? - "თიბისი კაპიტალის" პროგნოზი

სად გადაინაცვლებს მშენებლობის მთავარი აქცენტი უახლოეს წლებში? - "თიბისი კაპიტალის" პროგნოზი
BM.GE·19:16

მასკმა ამერიკელი ბავშვებისთვის SpaceX-ის $19 მილიარდის აქციების ჩუქება გადაწყვიტა

მასკმა ამერიკელი ბავშვებისთვის SpaceX-ის $19 მილიარდის აქციების ჩუქება გადაწყვიტა
BM.GE·19:07

რას მოიტანს არამეწარმე ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის აქტების გაციფრულება - დავით პაპიაშვილის განმარტება

რას მოიტანს არამეწარმე ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის აქტების გაციფრულება - დავით პაპიაშვილის განმარტება
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.