მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. BAG ინდექსი: კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესის მთავარი გამოწვევაა
BAG ინდექსი: კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესის მთავარი გამოწვევაა

BAG ინდექსი: კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნესის მთავარი გამოწვევაა

BM.GE1 მაისი, 2026, 16:11|bm.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დაასრულა BAG ინდექსის კვლევაზე მუშაობა, რომლის თანახმად, 2026 წლის I კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 42.5 ქულა შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი 10.8 ქულით გაუმჯობესდა წინა წლის I კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით, კერძოდ, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 15.3 ქულით გაიზარდა, ხოლო მომდევნო 6 თვის მოლოდინის შეფასება 4.9 ქულით გაუმჯობესდა.

I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 55% სპეციალისტების ნაკლებობას კვლავ მთავარ გამოწვევად ასახელებს, თუმცა წინა კვარტალთან შედარებით აღნიშნული პრობლემა 10 პროცენტული პუნქტით შემსუბუქდა. 14 და 13 პროცენტული პუნქტით შემცირდა ასევე, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერების და სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემა.

საგულისხმოა, რომ სექტორების მიხედვით, სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემა ყველაზე მძაფრად მშენებლობის და მომსახურების სექტორებში იგრძნობა. მშენებლობის და ვაჭრობის სექტორებისთვის ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები და შეზღუდული ფინანსური რესურსები.

ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზე გამოკითხული ბიზნესის 59% საუბრობს, რაც შემცირებული მაჩვენებელია როგორც წინა წლის I კვარტალთან, ისე გასულ კვარტალთან შედარებით.

2026 წლის I კვარტალში გამოკითხული კომპანიების 65%-მა განაცხადა, რომ 2026 წელს 2025 წელთან შედარებით, მათ მიერ ჯამურად განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა გაიზრდება.

სექტორებს შორის, ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი 2026 წელს ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით, მრეწველობის სექტორში ფიქსირდება (81%), მომსახურების და ვაჭრობის სექტორებში კომპანიათა 61-61% გეგმავს ჯამური ინვესტიციების ზრდას, ხოლო მშენებლობის სექტორში - 60%.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსი ემყარება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების შეფასებებს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს.

კვლევის სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბიზნესის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 66 სტატია.

  • სათამაშო ბიზნესის ფული "ქართული ოცნების" ყულაბაში - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • ლევან ჟორჟოლიანი: კომპრომისები ხარისხის ხარჯზე გამორიცხულია, ასევე არ ვაპირებთ, გადავიხადოთ ან ძალიან ბევრი, ან ძალიან ცოტა, ჩვენი მიზანია, გადავიხადოთ სამართლიანი, ადეკვატური ღირებულება, ბიზნესმა თავისი მიიღოს, სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც არ უნდა სჭირდებოდეს რეაბილიტაცია 2-3 წლის შემდეგ, მან უნდა გაუძლოს ათწლეულებსიმედი
  • POLITICO: რატომ არ მუშაობს ბრიუსელის რეფორმები - ევროპული ბიზნესი იმედგაცრუებულიარუსთავი 2
  • ევროკავშირის დახმარება: ათი გზა საქართველოში ბიზნესის გასავითარებლადნეტგაზეთი
ბიზნესის →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE