მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა
ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

BM.GE5 აგვისტო, 2026, 23:55|bm.ge

პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფალსიფიკაციის, კერძოდ, მარნეულისა და ქარელის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულთა კომპანიებს მოგებული ჰქონდათ ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება ევალებოდათ. აღნიშნული ტენდერების შესრულების პროცესში, შემსყიდველი ორგანიზაციის კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბრალდებულებმა მათ საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, მიაწოდეს ფალსიფიცირებული პროდუქცია, კერძოდ, ცხენის ხორცი, რის შედეგადაც დაზარალებულებს მიადგათ ქონებრივი ზიანი.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 197-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარედგინათ (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით და ფალსიფიკაცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • შალვა პაპუაშვილი არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ სემინარზე: ევროსაბჭოს წარმომადგენლობას პასუხი აქვს გასაცემი ძალიან მძიმე ბრალდებაზე - არსებობს ეჭვი, რომ ქართველი ხალხის და მათი კანონების გვერდის ავლით ხდება პოლიტიკური პროექტის დაფინანსებაიმედი
  • სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინაფორმულა
  • შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, "იმედზე" ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების "ექსპერტმა" სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა - აქაოდა სიტყვა "მაქსიმალური" ბევრჯერ თქვაორუსთავი 2
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავატვ პირველი
ბრალდება →

მსგავსი სტატიები

ვიდეოთამაშები, რომელთა შექმნაც ყველაზე ძვირი დაჯდა - TOP 10

ვიდეოთამაშები, რომელთა შექმნაც ყველაზე ძვირი დაჯდა - TOP 10

BM.GE

შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

შუა დერეფანი დროს მნიშვნელოვნად ვერ ამცირებს, ამიტომ ფასით უნდა დავაინტერესოთ გადამზიდავები - SKYLOG

BM.GE

„40-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია“ - საქართველო უზბეკეთში თხილის, ნუშისა და ციტრუსების ექსპორტს იწყებს

„40-მილიონიანი ბაზარი საკმაოდ მიმზიდველია“ - საქართველო უზბეკეთში თხილის, ნუშისა და ციტრუსების ექსპორტს იწყებს

BM.GE

ქვეყნები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად იყენებენ

ქვეყნები, სადაც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ყველაზე აქტიურად იყენებენ

BM.GE