მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ბახმაროს დოღი 2026“ ტრადიცია, რომელიც თაობებს აერთიანებს
„ბახმაროს დოღი 2026“ ტრადიცია, რომელიც თაობებს აერთიანებს

„ბახმაროს დოღი 2026“ ტრადიცია, რომელიც თაობებს აერთიანებს

BM.GE15 აგვისტო, 2026, 14:00|bm.ge

19 აგვისტოს კურორტ ბახმაროში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სანახაობრივი ღონისძიება ტრადიციული დოღი „ბახმაროს თასი 2026“ გაიმართება.

ბახმაროში დოღის ტრადიცია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ყოველწლიურად, ფერისცვალების დღეს, გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელოდან და საქართველოს სხვა რეგიონებიდან მხედრები ბახმაროში იკრიბებიან და ისტორიულ შეჯიბრებაში მონაწილეობენ. დოღი მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ იმართება და უკვე თითქმის ერთი საუკუნეა კურორტის საზაფხულო სეზონის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად რჩება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან წყაროს წყალი „ბახმარო“ და ნატურალური მინერალური წყალი „ნაბეღლავი“, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად.

„ბახმაროს თასი 2026“-ის ფარგლებში გაიმართება ოთხი გარბენი:

• „ნაბეღლავის თასი“ • „გურიის თასი“ • „გმირების თასი“ • „ბახმაროს თასი“ მარულა, 4 800-მეტრიან დისტანციაზე.

გასული წლების მსგავსად, შეჯიბრებაში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ათობით მხედარი მიიღებს. ღონისძიება გააერთიანებს სპორტულ სანახაობას, ეროვნულ ტრადიციას, ადგილობრივ კულტურასა და ბახმაროს უნიკალურ გარემოს.

„ბახმაროს თასი“ მხოლოდ სპორტული შეჯიბრება არ არის; ეს არის გურიის ისტორიის, ქართული ცხენოსნობისა და ადამიანების გამაერთიანებელი ტრადიცია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ უნიკალური ღონისძიების განვითარებას, კურორტ ბახმაროს პოპულარიზაციასა და ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნებას“,

ღონისძიება 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში გაიმართება.

დაწყების დრო: 14:00 მონაწილეთა რეგისტრაცია: 18 აგვისტო, 12:00 - 18:00საპრიზო ფონდი: 20 000₾ღონისძიების მხარდამჭერები: საქართველოს ბანკი; სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი; ორბი ჯგუფი; კოლორ პაკი.

წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, სპეციალურად ბახმაროს დოღისთვის შეიქმნა წყაროს წყალი ბახმაროს განახლებული, ლიმიტირებული ეტიკეტი, რომელიც დოღის ვიზუალურ სტილს ატარებს და უკვე რეალიზაციაშიცაა ჩაშვებული.

ამოდი ბახმაროში იქ, სადაც ტრადიცია, სისწრაფე და მთის ენერგია ერთ სანახაობად ერთიანდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

BM.GE

"საზამთროს 20-25 თეთრად ვყიდი, რომ არ გაფუჭდეს" - ფერმერი

"საზამთროს 20-25 თეთრად ვყიდი, რომ არ გაფუჭდეს" - ფერმერი

BM.GE

15 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

15 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

6 თვეში ქურდობისთვის 1 806 ადამიანია მსჯავრდებული - სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები

6 თვეში ქურდობისთვის 1 806 ადამიანია მსჯავრდებული - სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები

BM.GE