მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საზამთროს 20-25 თეთრად ვყიდი, რომ არ გაფუჭდეს" - ფერმერი
"საზამთროს 20-25 თეთრად ვყიდი, რომ არ გაფუჭდეს" - ფერმერი

"საზამთროს 20-25 თეთრად ვყიდი, რომ არ გაფუჭდეს" - ფერმერი

BM.GE15 აგვისტო, 2026, 13:30|bm.ge

ფერმერი გია ჩახვაშვილი ამბობს, რომ საზამთროს მოსავალი კარგია, თუმცა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, ფასი დაბალია.

როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, ამ პირობებში მოყვანის ხარჯების დაფარვაც გამოწვევაა.

"კარგი მოსავალი კი მოვიყვანეთ, მაგრამ ფასი არ აქვს. მოსავალი 1000 ტონა ბაღია 20 ჰექტარში და ფუჭდება. ფასი არ აქვს, 20-25 თეთრად ვყიდი, რომ არ გაფუჭდეს. საწვავის ფასი და მუშის ფასი ამოდის. ყველამ საზამთროს მოყვანა დაიწყო, ამინდების გამო, საადრეო, საგვიანო მოსავალი, სულ ყველაფერი ერთად მოვიდა.

ამდენი ნაშრომ-ნამაგარია და რა ვიცი, რაც დახარჯული არის, მაგას ამოვიღებთ, ბანკის ვალებს დავფარავთ?",- ამბობს ფერმერი და დასძენს, რომ მუშახელიც გამოწვევაა.

მისი თქმით, საზამთრო ექსპორტზე მეზობელ ქვეყანაში გააქვს - ერევანში ორი ტრაილერი გაიგზავნა.

ამასთან, ფერმერი ამბობს, რომ გამოწვევების გათვალისწინებით, მომავალი წლიდან საზამთროს მოყვანას აღარ აპირებს.

საქართველოდან საზამთროს ექსპორტმა მკვეთრად იკლო, იმპორტი კი თითქმის გასული წლის დონეზეა. საქსტატის 6 თვის მონაცემებით, 33.6 ათასი დოლარის 67.4 ტონა პროდუქტი გავიდა ექსპორტზე. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღირებულება 88%-ით, ხოლო მოცულობა 91%-ით არის შემცირებული. წელს საზამთროს იმპორტი უმნიშვნელოდ გაიზარდა და 2.9 მლნ დოლარის 9 567.5 ტონა შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდში კი მაჩვენებელი 2.89 მლნ დოლარი და 9 560.6 ტონა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

BM.GE

„ბახმაროს დოღი 2026“ ტრადიცია, რომელიც თაობებს აერთიანებს

„ბახმაროს დოღი 2026“ ტრადიცია, რომელიც თაობებს აერთიანებს

BM.GE

15 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

15 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE

6 თვეში ქურდობისთვის 1 806 ადამიანია მსჯავრდებული - სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები

6 თვეში ქურდობისთვის 1 806 ადამიანია მსჯავრდებული - სამართლებრივი სფეროს მაჩვენებლები

BM.GE