მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბანკები "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში გააგრძელებენ - ეროვნული ბანკი
ბანკები "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში გააგრძელებენ - ეროვნული ბანკი

ბანკები "თელასის" მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში გააგრძელებენ - ეროვნული ბანკი

BM.GE27 ივლისი, 2026, 17:18|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია Inter RAO-ს სანქცირების მიუხედავად, ბანკები სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში გააგრძელებენ. ამის შესახებ სებ-მა BM.GE-ს შესაბამისი კითხვების საპასუხოდ განუცხადა.

სებ-ის განმარტებით, Inter RAO წარმოადგენს „თელასის“ არაპირდაპირ მფლობელს, თუმცა თავად სს „თელასი“ სანქცირებულ პირთა სიაში არ არის და კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას წარმოადგენს.

ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია:

"გვსურს გამოვეხმაუროთ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია Inter RAO-ს მიმართ სანქციების გავრცელების საკითხს და განვმარტოთ, რომ აღნიშნული კომპანია წარმოადგენს სს „თელასის“ არაპირდაპირ მფლობელს. ამასთან, თავად სს „თელასი“ არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში და წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის.

საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი მიდგომების გამოყენებას, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს სანქციების მოთხოვნები, ხოლო, მეორე მხრივ, გათვალისწინებული იქნეს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურებების უწყვეტობა.

ამასთან, სანქციებთან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას მხედველობაში მიიღება კონკრეტული გარემოებები, მათ შორის განსახორციელებელი ოპერაციების ხასიათი და მიზანი. შესაბამისად, ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად."- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც სანქცირებულთა სიაში Inter RAO-ც მოხვდა. ამის შემდეგ გაჩნდა კითხვები, ვრცელდება თუ არა სანქციების ეფექტი კომპანიის შვილობილ და არაპირდაპირ კონტროლქვეშ მყოფ კომპანიაზე, მათ შორის „თელასზე“.

ამ საკითხზე განმარტების მისაღებად Bm.ge-იმ კითხვებით უკვე მიმართა ევროკავშირის პრესსამსახურს ვრცელდება თუ არა ევროკავშირის სანქციების 50%-იანი საკუთრებისა და კონტროლის წესი Inter RAO-ს მიერ კონტროლირებულ ნიდერლანდებში რეგისტრირებულ ჰოლდინგურ კომპანიებზე და, მათ მეშვეობით, საქართველოში მოქმედ ენერგოკომპანიებზე, მათ შორის „თელასზე“, „თელმიკოსა“ და ხრამჰესებზე.

BMG-მა ევროკავშირს ასევე ჰკითხა, რა გავლენას ახდენს სანქციები ამ კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობაზე, საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებსა და ევროკავშირის ბანკებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობაზე, რა შეზღუდვები მოქმედებს ნიდერლანდებში რეგისტრირებულ ჰოლდინგურ კომპანიებზე და არსებობს თუ არა გამონაკლისები, რომლებიც კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას" - "თელასი"

"ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას" - "თელასი"

BM.GE

2026 წლის I ნახევარში რკინიგზის შემოსავლები 19%-ით გაიზარდა - ლაშა აბაშიძე

2026 წლის I ნახევარში რკინიგზის შემოსავლები 19%-ით გაიზარდა - ლაშა აბაშიძე

BM.GE

საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი

საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი

BM.GE

გვაქვს შემთხვევები, როდესაც ქართულმა კომპანიებმა დიდ საერთაშორისო ტენდერებში მიიღეს მონაწილეობა - მინისტრი

გვაქვს შემთხვევები, როდესაც ქართულმა კომპანიებმა დიდ საერთაშორისო ტენდერებში მიიღეს მონაწილეობა - მინისტრი

BM.GE