ორიგინალი
ბანკის სალაროს ხელმძღვანელმა 800 000 ლარამდე თანხა მიითვისა - შსს
BM.GE·10:51

ბანკის სალაროს ხელმძღვანელმა 800 000 ლარამდე თანხა მიითვისა - შსს

26 ნოემბერი, 2026 · 10:51

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი კომერციული ბანკის სალაროს ხელმძღვანელი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ბანკის კუთვნილი 800 000 ლარამდე თანხა მიითვისა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი საგამოძიებო სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა პირი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ერთ-ერთი კომერციული საბანკო დაწესებულების სალაროს ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობისას სხვადასხვა დროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ბანკის კუთვნილ თანხას, ჯამში დაახლოებით 800 000 ლარს და თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბანკის სალაროს ხელმძღვანელმა 800 000 ლარამდე თანხა მიითვისა - შსს

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·11:31

უკრაინულმა დრონებმა „ნევინომისკის აზოტს“ და თბოელექტროსადგურს დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა „ნევინომისკის აზოტს“ და თბოელექტროსადგურს დაარტყეს
BM.GE·11:00

ღვინის სავალდებულო და თან ფასიანი ნიშანდების ამოქმედება გადაიწევს | ცნობილია სავარაუდო თარიღი

ღვინის სავალდებულო და თან ფასიანი ნიშანდების ამოქმედება გადაიწევს | ცნობილია სავარაუდო თარიღი
BM.GE·10:58

თბილისიდან 37 ქვეყანამდე: clubnparty-ის ყოველთვიურად აქტიურმა მომხმარებლებმა გლობალურად 410,000-ს გადააჭარბა

თბილისიდან 37 ქვეყანამდე: clubnparty-ის ყოველთვიურად აქტიურმა მომხმარებლებმა გლობალურად 410,000-ს გადააჭარბა
BM.GE·10:51

ბანკის სალაროს ხელმძღვანელმა 800 000 ლარამდე თანხა მიითვისა - შსს

ბანკის სალაროს ხელმძღვანელმა 800 000 ლარამდე თანხა მიითვისა - შსს
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.