მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბანკთაშორისი დაკრედიტება 345%-ით გაიზარდა - ბანკები ერთმანეთისგან თანხას გააქტიურებულად სესხულობენ
ბანკთაშორისი დაკრედიტება 345%-ით გაიზარდა - ბანკები ერთმანეთისგან თანხას გააქტიურებულად სესხულობენ

ბანკთაშორისი დაკრედიტება 345%-ით გაიზარდა - ბანკები ერთმანეთისგან თანხას გააქტიურებულად სესხულობენ

BM.GE22 ივლისი, 2026, 20:02|bm.ge

საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებს 2026 წლის პირველი 6 თვის ფინანსური შედეგები წარუდგინეს, საიდანაც ირკვევა რომ სექტორის მიერ გაცემული სესხების მოცულობა 76.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.8 მილიარდი ლარით, ანუ 13%-ით გაიზარდა.

ბიზნესის დაკრედიტების მხრივ ზრდა 12%-ია, საიდანაც ყველაზე მაღალი - 345%-ით ბანკთაშორისი სესხები გაიზარდა და მან 2026 წლის ივნისისთვის 521 მილიონ ლარს მიაღწია (მატება 404 მილიონი ლარი).

ეს არის სესხები, რომლებსაც თავად კომერციული ბანკები იღებენ საკუთარი საქმიანობის დასაფინანსებლად. როგორც ფინანსური მაჩვენებლიდან ირკვევა, ბანკთაშორისი სესხები ძირითადად ლარში გაიცემა, რომლის წილიც ამ კრედიტებში 99%-ს აღემატება.

ბანკთაშორისი სესხების სტატისტიკა წარმოდგენილია მთლიანად სექტორისთვის და მასში არაა მითითებული უშუალოდ რომელ კომერციულ ბანკებს აქვთ აღებული აღნიშნული სესხები. ასევე უცნობია თუ რა არის ბანკთაშორისი სესხების საპროცენტო განაკვეთიც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთს ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს - ირაკლი კობახიძე

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთს ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

BM.GE

მიხეილ ხიდურელი ბრიტანული Contact Web Ltd-ის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა

მიხეილ ხიდურელი ბრიტანული Contact Web Ltd-ის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა

BM.GE

მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

BM.GE