მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დიუშენის სინდრომის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შეძენაზე მოლაპარაკებები დასრულდა - მიხეილ სარჯველაძე
დიუშენის სინდრომის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შეძენაზე მოლაპარაკებები დასრულდა - მიხეილ სარჯველაძე

დიუშენის სინდრომის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შეძენაზე მოლაპარაკებები დასრულდა - მიხეილ სარჯველაძე

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 18:31|bm.ge

საქართველო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მეორე მედიკამენტის შესყიდვაზე ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, კომპანიასთან ყველა არსებით კომერციულ საკითხზე მოლაპარაკება უკვე წარმატებით დასრულდა, სამინისტრომ ყველა აუცილებელი სამართლებრივი აქტი გამოსცა და ხელშეკრულების გასაფორმებლად სრული მზადყოფნაა.

"მინდა საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაცია მივაწოდო, რომ დასრულდა მოლაპარაკება ყველა არსებით კომერციულ საკითხთან დაკავშირებით. მანამდე ჩვენი მხრიდან მომზადდა და გამოცემული იქნა ყველა აუცილებელი სამართლებრივი აქტიც და დადასტურდა ხელშეკრულების დადების სრული მზადყოფნა. ახლა ველოდებით კომპანიას და დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ამ მედიკამენტის შეძენის შესახებ", - განაცხადა მინისტრმა.

საქმე ისაა, რომ საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზი დაახლოებით 80 პაციენტს აქვს, თუმცა პირველი მედიკამენტი - "ჯივინოსტატი", რომლის შემოტანაც მომდევნო კვირაში იგეგმება - ყველა მათგანისთვის სამედიცინო ჩვენებით რელევანტური არ არის.

"ჯივინოსტატი" განკუთვნილია დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. შესაბამისად, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ჯერ კიდევ 31 ივლისს განმარტეს, აღნიშნული პრეპარატი მხოლოდ დაახლოებით 35 პაციენტს მოერგება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ პარალელურ რეჟიმში დაიწყო მოლაპარაკებები მეორე პრეპარატის შემოტანაზე, რათა მკურნალობის შესაძლებლობა მიეცეთ იმ ბავშვებსა და მოზარდებსაც, ვისთვისაც "ჯივინოსტატი" განკუთვნილი არ არის.

ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებისა და ქვეყანაში შემოტანის მოთხოვნით პაციენტების მშობლები თითქმის ორი თვის განმავლობაში უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

პროტესტის შემდეგ, მშობლებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე შეხვდნენ, სადაც ოჯახებმა სახელმწიფოსგან მკურნალობის უზრუნველყოფის ოფიციალური დაპირება მიიღეს.

შედეგად, 31 ივლისს პირველ მედიკამენტ "ჯივინოსტატზე" იტალიურ კომპანია "იტალფარმაკოსთან" ხელშეკრულება გაფორმდა (პრეპარატი 2024 წელს დაამტკიცა აშშ-ის FDA-მ, ხოლო 2025 წლის ივნისიდან ევროპაშიც გახდა ხელმისაწვდომი).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ბარსელონას" გასული სეზონის შემოსავალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა

"ბარსელონას" გასული სეზონის შემოსავალმა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა

BM.GE

ბათუმში ტაილანდურ რესტორანს - შპს "ერდოღან ქალაიჯის" საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს-ი დარღვევებზე

ბათუმში ტაილანდურ რესტორანს - შპს "ერდოღან ქალაიჯის" საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სეს-ი დარღვევებზე

BM.GE

თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

BM.GE

პროკურატურამ ₾5.5 მილიონის ყალბი სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა

პროკურატურამ ₾5.5 მილიონის ყალბი სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდა

BM.GE