მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმში აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ - დაკავებულია ერთი პირი | საგამოძიებო სამსახური
ბათუმში აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ - დაკავებულია ერთი პირი | საგამოძიებო სამსახური

ბათუმში აზარტულ თამაშებს უკანონოდ მართავდნენ - დაკავებულია ერთი პირი | საგამოძიებო სამსახური

BM.GE27 ივლისი, 2026, 11:13|bm.ge

ქალაქ ბათუმში შესაბამისი ნებართვის გარეშე, აზარტული თამაშების უკანონოდ გამართვის ფაქტი გამოავლინეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, ხოლო მეორე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო.

"ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებს შენიღბულად ჰქონდათ მოწყობილი ონლაინგათამაშების ობიექტი, საიდანაც, შესაბამისი ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, უცხოური ინტერნეტკაზინოების ვებგვერდებზე, პირდაპირი ტრანსლაციის („სტრიმინგის“) სახით, გადაიცემოდა აზარტული და მოგებიანი თამაშების მიმდინარეობა.

ობიექტის ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში სანებართვო მოსაკრებლის სახით 100 000 ლარი უნდა გადახდილიყო.

ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„გუმბათი“ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდ „Best Western”-თან თანამშრომლობას იწყებს

„გუმბათი“ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდ „Best Western”-თან თანამშრომლობას იწყებს

BM.GE

ინდექსაციის წესი მიღებულია, თუმცა ბიზნესს შენიშვნები აქვს 60%-იან ზღვართან და სექტორული შეზღუდვებთან - ზვიად თოიძე

ინდექსაციის წესი მიღებულია, თუმცა ბიზნესს შენიშვნები აქვს 60%-იან ზღვართან და სექტორული შეზღუდვებთან - ზვიად თოიძე

BM.GE

InexPay - საერთაშორისო გადახდები დისტანციურად

InexPay - საერთაშორისო გადახდები დისტანციურად

BM.GE

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა ₾49.8 მლნ-მდე გაიზარდა

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა ₾49.8 მლნ-მდე გაიზარდა

BM.GE