ბათუმში ბინების გაყიდვების 46% უცხოელებზე მოდის - ოქტომბრის სტატისტიკა
2026 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 1.9%-ით გაიზარდა და 1,648 ერთეული შეადგინა. Colliers Georgia-ს მონაცემებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 18.9%-ით 116 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
უცხოელი მყიდველების წილმა ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში 46.3% შეადგინა.
ბათუმში 2026 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 9.2%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,444 აშშ დოლარი შეადგინა. პირველად ბაზარზე მაჩვენებელმა 2%-ით იკლო, ხოლო მეორეულ ბაზარზე, პირიქით, 13.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. Colliers Georgia-ს განმარტებით, პირველად ბაზარზე ფასის კლება აიხსნება 2025 წლის ოქტომბერში ერთ-ერთი ძვირადღირებული პროექტის ტრანზაქციების ერთიანი რეგისტრაციით. ამ პროექტის გარეშე პირველად ბაზარზე საშუალო შეწონილმა ფასმა 5.3%-ით მოიმატა.
