ორიგინალი
თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგი საქართველოს 26 ქალაქში განხორციელდა - საქართველოს პარლამენტი
BM.GE·21:07

თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგი საქართველოს 26 ქალაქში განხორციელდა - საქართველოს პარლამენტი

26 ნოემბერი, 2026 · 21:07

პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგი საქართველოს 26 ქალაქში განხორციელდა.

"პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ შეხვედრა გამართეს ა(ა)იპ „კამერტონის“ წარმომადგენლებთან, რომელიც ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაკვეთით ახორციელებს პროექტს - „თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგი“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან და ორგანიზაციასთან, რომელთა საქმიანობა უკავშირდება თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებას, მის შესრულებაზე ზედამხედველობას და/ან აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას. პარლამენტში გამართული შეხვედრის მიზანი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების, შესაძლო დარღვევების, დარღვევებზე რეაგირების მექანიზმებისა და შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების უფლებამოსილებების შესახებ ინფორმაციის გაცნობაა. როგორც აღინიშნა, მონიტორინგი საქართველოს 26 ქალაქში განხორციელდა. შეხვედრისას მიღწეულ პროგრესზე, გამოვლენილ დარღვევებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) გადაეცემა, რომელიც ამ რეკომენდაციებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს წარუდგენს ნორმატიულ აქტში ცვლილებების გათვალისწინებისთვის", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შეხვედრისას სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. „თამბაქოს მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახთან ერთად ამ საკითხში ჩართულები უნდა იყვნენ სკოლა, პირველადი ჯანდაცვისა და სკოლის ექიმები, ყველა საინფორმაციო სამსახური, რომელსაც სოციალური რეკლამის სახით უნდა ჰქონდეს გამოყოფილი დრო თამბაქოს მავნებლობაზე. მთავარი გამოწვევა თანამედროვე, ახალი შენიღბული მოსაწევი საშუალებებია, რომლებიც უდიდეს საფრთხეს უქმნიან ახალგაზრდებს. ჩვენი მიზანია, ავამაღლოთ ახალგაზრდების ცნობიერება, რათა მათ იცოდნენ, რამდენად მავნებელია თამბაქოს მოხმარება“, - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგი საქართველოს 26 ქალაქში განხორციელდა - საქართველოს პარლამენტი

თემა: პარლამენტის

ამ თემას 16 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • ინფო 9·20:37
    პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
  • რუსთავი 2·20:33
    პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
  • იმედი·20:26
    პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
  • პრაიმტაიმი·19:28
    თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ - საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან
პარლამენტის

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·22:00

„თვითკმარი კომპლექსები, საერთაშორისო ბრენდები და Escrow-რეგულაცია სექტორს სანდოობას გაუზრდის“ - სითიზენი

„თვითკმარი კომპლექსები, საერთაშორისო ბრენდები და Escrow-რეგულაცია სექტორს სანდოობას გაუზრდის“ - სითიზენი
BM.GE·21:42

აშშ-მა უკრაინისთვის F-16-ების ტექნიკური მომსახურების $621.9 მილიონად მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-მა უკრაინისთვის F-16-ების ტექნიკური მომსახურების $621.9 მილიონად მიყიდვა დაამტკიცა
BM.GE·21:22

ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი პრეზიდენტი პაბლო ერნანდეს დე კოსი იქნება

ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი პრეზიდენტი პაბლო ერნანდეს დე კოსი იქნება
BM.GE·21:01

ტანსაცმლის განბაჟების გაძვირებით ჩვენი წლიური ხარჯი 450 000 ლარიდან ₾9 მილიონამდე იზრდება - “სინომი რიტეილი”

ტანსაცმლის განბაჟების გაძვირებით ჩვენი წლიური ხარჯი 450 000 ლარიდან ₾9 მილიონამდე იზრდება - “სინომი რიტეილი”
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.