მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმში ბინებზე მოთხოვნა და ფასი აპრილშიც გაიზარდა -რა წერია Colliers Georgia-ს განახლებულ მიმოხილვაში?
ბათუმში ბინებზე მოთხოვნა და ფასი აპრილშიც გაიზარდა -რა წერია Colliers Georgia-ს განახლებულ მიმოხილვაში?

ბათუმში ბინებზე მოთხოვნა და ფასი აპრილშიც გაიზარდა -რა წერია Colliers Georgia-ს განახლებულ მიმოხილვაში?

BM.GE19 მაისი, 2026, 01:50|bm.ge

2026 წლის აპრილში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, გასული წლის აპრილთან შედარებით, 12.3%-ით გაიზარდა და 1,292 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 27.4%-ით 85 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

შედარებისთვის, 2025-ის აპრილში გაყიდული ბინების რაოდენობა 1 165, ხოლო 2024-ში 1 234 ერთეული იყო.

Recov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი გასული წლის აპრილთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1,351 აშშ დოლარი შეადგინა.

პირველად ბაზარზე მაჩვენებელი 15.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორეულ ბაზარზე 9.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა (შენიშვნა: პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას).

საანგარიშო პერიოდში 12.3%-ით გაიზარდა ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობაც, ძველი ბინების გაყიდვებმა კი 5.4%-ით იკლო. ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა, როგორც პირველად (+13.3%), ისე მეორეულ (+11.6%) ბაზრებზე.

ამასთან, უცხოელი მყიდველების წილი ძველი და ახალი პროექტების ტრანზაქციებში, გასული წლის აპრილთან შედარებით, გაიზარდა და 47%-ს მიაღწია. ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის 90% სწორედ უცხოელ მყიდველებზე მოდის.

„ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ გლობალურმა პროცესებმა ბათუმის ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, თუმცა ფაქტია, რომ უცხოელების როლი აქ ბევრად მაღალია. იყო თვეებიც, როდესაც უცხოელების შესყიდვებმა საქართველოს მოქალაქეების მაჩვენებელს გადააჭარბა და მათი წილი 44-47%-ის ფარგლებში მერყეობდა. ჩვენი მონაცემები ეფუძნება როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარს და მთლიან სურათს ასახავს,“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში Colliers Georgia-ს კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა ლეო ჩიქავამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • ბათუმის თეატრის დირექტორი, რომელიც სიწმინდეების დაცვის ინიციატივით გამოდის, იესოზე ანეკდოტის გამო კრიტიკის სამიზნე გახდატვ პირველი
  • პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართაიმედი
  • აპოლიტიკური ადამიანები ვართ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მზად ვართ მოვისმინოთ და მოგვისმინონ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, იქნებ გამოგვივიდეს - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავიარუსთავი 2
  • ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანიფორმულა
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

BM.GE

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

BM.GE