მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმში „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკებას განთავსდება - ხარჯებს თავად მეზღვაურები დაფარავენ
ბათუმში „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკებას განთავსდება - ხარჯებს თავად მეზღვაურები დაფარავენ

ბათუმში „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკებას განთავსდება - ხარჯებს თავად მეზღვაურები დაფარავენ

BM.GE28 მაისი, 2026, 23:00|bm.ge

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი განკარგულების პროექტის მიხედვით, ქალაქში „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკება განთავსდება.

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, პროექტის ინიციატორი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა, ხოლო განკარგულების ავტორი საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიაა.

ახალი მონუმენტის განთავსება გოგებაშვილის ქუჩის სკვერის მიმდებარედ იგეგმება. ქანდაკება დაიდგმება იმ პროექტის (ესკიზისა და ზუსტი ადგილმდებარეობის) მიხედვით, რომელიც შეთანხმებული იქნება ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ქანდაკების განთავსება არის პატივის მიგება და მადლიერების გამოხატვა ქართველი მეზღვაურებისა და მათი ოჯახების მიმართ, რომლებსაც ამ პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში ხანგრძლივ განშორებასა და სირთულეებთან გამკლავება უწევთ.

„ქანდაკება იქნება არა მხოლოდ ერთგულებისა და მხარდაჭერის სიმბოლო, არამედ იმ ადამიანების ღვაწლის აღიარება, რომელთაც საკუთარი ძალისხმევითა და თანადგომით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მეზღვაურების საქმიანობაში. აღნიშნული ქანდაკების განთავსება კიდევ უფრო გამოკვეთს ბათუმის, როგორც მნიშვნელოვანი საზღვაო და სანავსადგურო ქალაქის სტატუსს“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული ინიციატივა ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას არ მოახდენს. ქანდაკების დამზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებულ ყველა აუცილებელ ხარჯს, საკუთარი სახსრებით, თავად მეზღვაურები უზრუნველყოფენ. შესაბამისად, პროექტს კონკრეტული ფინანსური ვალდებულება მუნიციპალიტეტისთვის არ ახლავს.

გეგმის თანახმად, განკარგულება ძალაში ხელმოწერისთანავე შევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE