მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმში „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკებას განთავსდება - ხარჯებს თავად მეზღვაურები დაფარავენ
ბათუმში „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკებას განთავსდება - ხარჯებს თავად მეზღვაურები დაფარავენ

ბათუმში „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკებას განთავსდება - ხარჯებს თავად მეზღვაურები დაფარავენ

BM.GE28 მაისი, 2026, 23:00|bm.ge

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი განკარგულების პროექტის მიხედვით, ქალაქში „მეზღვაურის მომლოდინე მეუღლის“ ქანდაკება განთავსდება.

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, პროექტის ინიციატორი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა, ხოლო განკარგულების ავტორი საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიაა.

ახალი მონუმენტის განთავსება გოგებაშვილის ქუჩის სკვერის მიმდებარედ იგეგმება. ქანდაკება დაიდგმება იმ პროექტის (ესკიზისა და ზუსტი ადგილმდებარეობის) მიხედვით, რომელიც შეთანხმებული იქნება ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურთან.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ქანდაკების განთავსება არის პატივის მიგება და მადლიერების გამოხატვა ქართველი მეზღვაურებისა და მათი ოჯახების მიმართ, რომლებსაც ამ პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, წლების განმავლობაში ხანგრძლივ განშორებასა და სირთულეებთან გამკლავება უწევთ.

„ქანდაკება იქნება არა მხოლოდ ერთგულებისა და მხარდაჭერის სიმბოლო, არამედ იმ ადამიანების ღვაწლის აღიარება, რომელთაც საკუთარი ძალისხმევითა და თანადგომით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მეზღვაურების საქმიანობაში. აღნიშნული ქანდაკების განთავსება კიდევ უფრო გამოკვეთს ბათუმის, როგორც მნიშვნელოვანი საზღვაო და სანავსადგურო ქალაქის სტატუსს“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნული ინიციატივა ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას არ მოახდენს. ქანდაკების დამზადებასა და განთავსებასთან დაკავშირებულ ყველა აუცილებელ ხარჯს, საკუთარი სახსრებით, თავად მეზღვაურები უზრუნველყოფენ. შესაბამისად, პროექტს კონკრეტული ფინანსური ვალდებულება მუნიციპალიტეტისთვის არ ახლავს.

გეგმის თანახმად, განკარგულება ძალაში ხელმოწერისთანავე შევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • აპოლიტიკური ადამიანები ვართ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, მზად ვართ მოვისმინოთ და მოგვისმინონ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, იქნებ გამოგვივიდეს - ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრი, ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავიარუსთავი 2
  • ბათუმში მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართაიმედი
  • ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანიფორმულა
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართებატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE