მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმში პირველი Holiday Inn Resort 2028 წელს გაიხსნება ინვესტიცია ₾45 მილიონზე მეტია
ბათუმში პირველი Holiday Inn Resort 2028 წელს გაიხსნება ინვესტიცია ₾45 მილიონზე მეტია

ბათუმში პირველი Holiday Inn Resort 2028 წელს გაიხსნება ინვესტიცია ₾45 მილიონზე მეტია

BM.GE20 ივლისი, 2026, 04:21|bm.ge

აჭარის რეგიონში პრემიუმ კლასის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება. ბათუმის ცენტრში, გმირთა ხეივანზე, ახალი მასშტაბური პროექტი Blue Sky Tower ვითარდება, რომლის შემადგენლობაშიც Blue Sky Apart-Hotel უკვე ოპერირებს, ხოლო 2028 წლისთვის კომპლექსში პირველი Holiday Inn Resort-ის სასტუმროს გახსნა იგეგმება.

როგორც Blue Sky Apart-Hotel-ის გენერალურმა მენეჯერმა მამისა ვარშალომიძემ BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" საუბრისას განაცხადა, სასტუმრო ბრენდი ფრანჩაიზის მოდელით შემოვა და საერთაშორისო სტანდარტებით იმართება. მისი თქმით, სასტუმროს საინვესტიციო მოცულობა 45 მილიონ დოლარს აღემატება.

"ეს იქნება პირველი Holiday Inn-ის სასტუმრო აჭარაში. ამ ეტაპზე აქტიურ მშენებლობის ფაზაში ვართ და, ყველაზე ცუდი სცენარითაც კი, 2028 წლისთვის უნდა დაიწყოს ოპერირება", – აღნიშნა მამისა ვარშალომიძემ.

Blue Sky Tower-ის პროექტი LikeHouse-ის 200 მილიონ ლარიან ინვესტიციას წარმოადგენს. კომპლექსში უკვე ფუნქციონირებს Blue Sky Apart-Hotel, რომელიც 795 აპარტამენტს აერთიანებს. მენეჯერის განცხადებით, აპარტოტელის ნაწილი მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის ნომრებს სთავაზობს – სტუდიოს ტიპის აპარტამენტებიდან დაწყებული, სრულად აღჭურვილი საოჯახო სივრცეებით დასრულებული.

მისივე თქმით, მომავალში Holiday Inn Resort-ის სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საერთო ინფრასტრუქტურაც, მათ შორის საუზმის ტერასა, სპა და გამაჯანსაღებელი სივრცეები, საკონფერენციო დარბაზები და სხვა მომსახურებები.

„ეს იქნება გამორჩეული სივრცე როგორც ჩვენი აპარტ-სასტუმროს სტუმრებისთვის, ასევე მომავალი სასტუმროს მომხმარებლებისთვის“, – განაცხადა მან.

მამისა ვარშალომიძის განმარტებით, Blue Sky Apart-Hotel ბაზარზე განსხვავებული ბიზნეს მოდელით ოპერირებს. ე.წ. full system მართვის მოდელის ფარგლებში, აპარტამენტების მესაკუთრეები სეზონური შემოსავლების საერთო ფონდიდან თანაბარ წილს იღებენ, მიუხედავად იმისა, კონკრეტულად მათი აპარტამენტი გაქირავდა თუ არა.

მისივე თქმით, მოდელმა ინვესტორების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია და აპარტამენტების უმრავლესობა უკვე რეალიზებულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

ირანის ეკონომიკური კრიზისი ბოლო ათწლეულების უმძიმეს ნიშნულამდე გაღრმავდა

BM.GE

GPR Nuts: არ ვფიქრობთ, რომ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასები ძალიან მაღალი იქნება

GPR Nuts: არ ვფიქრობთ, რომ წელს ქართული თხილის საექსპორტო ფასები ძალიან მაღალი იქნება

BM.GE

"მანჩესტერ სიტიმ" ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხით რეკორდი მოხსნა

"მანჩესტერ სიტიმ" ერთ სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხით რეკორდი მოხსნა

BM.GE

Chevron, Eni და სხვა ენერგოგიგანტები ვენესუელაში ნავთობის მოპოვების გაფართოებას გეგმავენ

Chevron, Eni და სხვა ენერგოგიგანტები ვენესუელაში ნავთობის მოპოვების გაფართოებას გეგმავენ

BM.GE