მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ბათუმში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი ხარჯები 9-10%-ით შემცირდა“ - თემურ დიასამიძე
„ბათუმში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი ხარჯები 9-10%-ით შემცირდა“ - თემურ დიასამიძე

„ბათუმში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი ხარჯები 9-10%-ით შემცირდა“ - თემურ დიასამიძე

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 18:25|bm.ge

ბათუმში ივლისი და აგვისტო ტურისტულად დატვირთული იყო, თუმცა სეზონის სხვა პერიოდებში სასურველი აქტივობა არ დაფიქსირებულა. ტურიზმის ექსპერტის თემურ დიასამიძის განცხადებით, ვიზიტორების რაოდენობისა და ჯავშნების ზრდის მიუხედავად, ტურისტების ხარჯები დაახლოებით 9-10%-იან კლებას აჩვენებს. მისი შეფასებით, ბათუმის მთავარი გამოწვევები სეზონურობა, არასაკმარისი ინფრასტრუქტურა და ტურისტული შეთავაზებების სიმწირეა.

„მიუხედავად ძალიან ცუდი ამინდებისა, ივლისი და აგვისტო საკმაოდ დატვირთული იყო. ძირითად ტურისტულ ბაზრებად კვლავ რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ისრაელი რჩება. ევროპიდან, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპიდან, მნიშვნელოვანი ზრდა კი წელს არ დაფიქსირებულა.

ისრაელი ძალიან საინტერესო მიმართულებაა. წელს ბათუმს ჰქონდა შანსი, რომ უკეთესად გამოგვეყენებინა, თუმცა იმედია ამას მომავალში მაინც შევძლებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორების რაოდენობა მზარდი იყო, ხარჯვითი ნაწილი დაკლებული იყო მინიმუმ 9-10%-ით. ეს იმ ფონზე, როდესაც ფასები როგორც ბინებზე, ისე დარჩენ სერვისზე ფაქტობრივად გაორმაგებული იყო. ამის ახსნაა ის, რომ ადამიანები ჩამოდიან ნაკლები დროით, ხარჯავენ ნაკლებს და გეოგრაფიაც ჩვენთან ჩამოსული ადამიანების მცირდება. ვართ კონცენტრირებული რამდენიმე ქვეყანაზე. როცა ადამიანების რაოდენობა იზრდება და შემოსავლები მცირდება, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ“, - აღნიშნა „საქმიანი დილის“ ეთერში დიასამიძემ.

ექსპერტის შეფასებით, ბათუმმა სეზონურობის დასაძლევად ბიზნესს, სპორტული და სამედიცინო ტურიზმის მიმართულებები უნდა განავითაროს.

„სახელმწიფო უნდა შეეცადოს კერძო სექტორთან ერთად, რომ სეზონის გახანგრძლივება მოხდეს. MICE ტურიზმის მუშაობას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ჯერჯერობით არცერთი ე.წ. convention ცენტრი, რომელიც კონცენტრირებული იქნებოდა ამაზე, ჩვენთან ბათუმში არ არის“, - აცხადებს დიასამიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 92 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი: სექტემბრის პირველი ათი დღე ფაქტობრივად ერთიან დიპლომატიურ ჯაჭვად ყალიბდება - ჯერ ბათუმი, მერე პარიზი, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკი და გაეროს მაღალი ტრიბუნა. 8 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია იწყება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი 20–24 სექტემბერს ნიუ-იორკში ამ სესიაში მიიღებს მონაწილეობასიმედი
  • ბათუმში, აქციის მონაწილეებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყოფორმულა
  • სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებსრუსთავი 2
  • ბათუმში მეორე დღეა ზღვაში დაკარგულ ქალს ეძებენტვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

"ბიზნესის დუმილის" კანონით ხელისუფლება იზოლაციაში აქცევს ამ ძალას|ინტერვიუ დავით ბეგიაშვილთან

"ბიზნესის დუმილის" კანონით ხელისუფლება იზოლაციაში აქცევს ამ ძალას|ინტერვიუ დავით ბეგიაშვილთან

BM.GE

ინდოეთმა რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა

ინდოეთმა რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა

BM.GE

clubnparty 5 თვეში 3,800%-იან ზრდას აფიქსირებს - მიზანია თვეში 100,000,000 აქტიური მომხმარებელი

clubnparty 5 თვეში 3,800%-იან ზრდას აფიქსირებს - მიზანია თვეში 100,000,000 აქტიური მომხმარებელი

BM.GE

აგვისტოში სააგენტო BMG-ის სიახლეები 1.9 მილიონჯერ წაიკითხეს

აგვისტოში სააგენტო BMG-ის სიახლეები 1.9 მილიონჯერ წაიკითხეს

BM.GE