მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაუმერის მხარდაჭერით Homeis Gathering 2026 გაიმართა
ბაუმერის მხარდაჭერით Homeis Gathering 2026 გაიმართა

ბაუმერის მხარდაჭერით Homeis Gathering 2026 გაიმართა

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 20:41|bm.ge

Homeis Gathering 2026-მა, რომელიც 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს სასტუმრო ტელეგრაფში გაიმართა, არქიტექტურის, დეველოპმენტისა და ინჟინერიის სფეროების წარმომადგენლები გააერთიანა. ღონისძიება პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, ახალი იდეების გაცნობასა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურებოდა.

ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორი საინჟინრო კომპანია ბაუმერი იყო. ამ ინიციატივის მხარდაჭერა კომპანიის საქმიანობასა და ხედვას უკავშირდება. თანამედროვე სამშენებლო გარემოს განვითარება არქიტექტურის, დეველოპმენტისა და ინჟინერიის მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს, სადაც თითოეულ მიმართულებას მნიშვნელოვანი როლი აქვს.

როგორც ბაუმერის მარკეტინგის ხელმძღვანელი ია მოდებაძე აღნიშნავს, მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს პროფესიული დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს.

Homeis-თან ბაუმერს საერთო ხედვა აერთიანებს — ხარისხიანი და ფუნქციური გარემოს შექმნა, ინოვაციური მიდგომების წახალისება და სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პლატფორმების მხარდაჭერა, რომლებიც ამ მიმართულებებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს.

წლევანდელი Homeis Gathering პირველად გაიმართა ორდღიანი ფორმატით. პირველი დღე უძრავ ქონებასა და დეველოპმენტს დაეთმო. მონაწილეებმა განიხილეს ბაზრის განვითარების ტენდენციები, სექტორის გამოწვევები და თანამედროვე დეველოპერული მიდგომები.

მეორე დღე არქიტექტურას დაეთმო, სადაც ყურადღება გამახვილდა თანამედროვე არქიტექტურულ მიდგომებზე, ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და ურბანული გარემოს განვითარებაზე. პროგრამა მოიცავდა პროფესიულ გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებსა და პროექტების წარდგენას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთმა უკრაინაში ექვს მსხვილ ელექტროქვესადგურზე იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაში ექვს მსხვილ ელექტროქვესადგურზე იერიში მიიტანა

BM.GE

Fitch-მა პოზიტიური რეიტინგი ავანსის სახით მოგვცა - ვასილ რევიშვილი

Fitch-მა პოზიტიური რეიტინგი ავანსის სახით მოგვცა - ვასილ რევიშვილი

BM.GE

სომხეთის პრეზიდენტმა "ტრამპის მარშრუტზე" აშშ-თან შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა "ტრამპის მარშრუტზე" აშშ-თან შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

BM.GE

საავიაციო საწვავზე ფასი შემცირდა

საავიაციო საწვავზე ფასი შემცირდა

BM.GE