
სომხეთის პრეზიდენტმა "ტრამპის მარშრუტზე" აშშ-თან შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა
სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰან ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პროექტ "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" ფარგლებში აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაფორმებული ჩარჩო-შეთანხმების რატიფიცირებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ მანამდე 28 ოქტომბრის სხდომაზე, TRIPP-ის პროექტზე აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩო-შეთანხმების რატიფიცირება სომხეთის პარლამენტმა მოახდინა.
შეგახსენებთ, 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ბაქოსა და ერევანს შორის მშვიდობიან დარეგულირებასა და აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახიჩევანს შორის სატრანსპორტო კავშირის შექმნას ითვალისწინებდა.
ამ პროექტს "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის", ანუ TRIPP-ი ეწოდა.
BM.GE
წყარო: bm.ge