მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთმა უკრაინაში ექვს მსხვილ ელექტროქვესადგურზე იერიში მიიტანა
რუსეთმა უკრაინაში ექვს მსხვილ ელექტროქვესადგურზე იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაში ექვს მსხვილ ელექტროქვესადგურზე იერიში მიიტანა

BM.GE12 ნოემბერი, 2026, 20:45|bm.ge

10-11 ნოემბრის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის ოთხ ოლქში მდებარე ექვს მსხვილ ელექტროქვესადგურზე იერიში მიიტანეს, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება შეაფერხა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, სერჰი კორეცკის განცხადებით, დარტყმები ვინიცის, კიროვოჰრადის, ჟიტომირისა და ჩერკასის ოლქებში განხორციელდა, კიროვოჰრადისა და რივნეს ოლქებში კი ელექტროგადამცემი ხაზებიც დაზიანდა.

აღსანიშნავია, რომ ეს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ზედიზედ მეორე შეტევაა, რომლის ფარგლებშიც რუსეთმა ქალაქ კრივი-რიჰში თბომომარაგების ობიექტიც დაბომბა.

სახელმწიფო ენერგოოპერატორ Ukrenergo-ს ცნობით, ელექტროენერგიის გათიშვა დნეპროპეტროვსკის, ჟიტომირის, ზაპოროჟიეს, კიევის, რივნეს, ხარკოვის, ოდესისა და ჩერნიჰივის ოლქების მომხმარებელთა ნაწილს შეეხო.

ამჟამინდელი მოცემულობით ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის რეჟიმი მოქმედებს. პარალელურად, საავარიო-აღდგენითი ბრიგადები დაზიანებულ ობიექტებზე მუშაობენ, რათა მოსახლეობას ელექტრომომარაგება და კრივი-რიჰის საცხოვრებელ კორპუსებს გათბობა აღუდგინონ.

რაც შეეხება უკრაინის დედაქალაქს, ენერგოინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმებით გამოწვეული დეფიციტის ფონზე, კიევში გარე განათებას დროებით გამორთავენ. მუნიციპალური კომპანია Kyivmisksvitlo-ს განმარტებით, ეს ზომა ელექტროენერგიის დაზოგვასა და ქალაქის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების მომარაგებას ისახავს მიზნად.

კომპანიაში აზუსტებენ, რომ შეზღუდვა მხოლოდ ქუჩის განათებას ეხება და საცხოვრებელი სახლების ელექტრომომარაგების გრაფიკზე გავლენას არ იქონიებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 280 სტატია.

  • რუსეთის 27 რეგიონში აივ-ინფექცია მოსახლეობის ფართო ფენებში ვრცელდებაფორმულა
  • რუსეთის 27 რეგიონში აივ ინფექციის ეპიდემიაა - ვირუსი რისკჯგუფებს გასცდატვ პირველი
  • აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებს შორის ორდღიანი სამმხრივი მოლაპარაკებები იწყებარუსთავი 2
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ბაუმერის მხარდაჭერით Homeis Gathering 2026 გაიმართა

ბაუმერის მხარდაჭერით Homeis Gathering 2026 გაიმართა

BM.GE

Fitch-მა პოზიტიური რეიტინგი ავანსის სახით მოგვცა - ვასილ რევიშვილი

Fitch-მა პოზიტიური რეიტინგი ავანსის სახით მოგვცა - ვასილ რევიშვილი

BM.GE

სომხეთის პრეზიდენტმა "ტრამპის მარშრუტზე" აშშ-თან შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა "ტრამპის მარშრუტზე" აშშ-თან შეთანხმების რატიფიცირებას ხელი მოაწერა

BM.GE

საავიაციო საწვავზე ფასი შემცირდა

საავიაციო საწვავზე ფასი შემცირდა

BM.GE