მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა" - NCDC ნოროვირუსზე განცხადებას ავრცელებს
"ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა" - NCDC ნოროვირუსზე განცხადებას ავრცელებს

"ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა" - NCDC ნოროვირუსზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 14:34|bm.ge

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) განცხადებით, თბილისში გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები ნოროვირუსით არის გამოწვეული.

საქმე ისაა, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში შესაძლო ინტოქსიკაციის გამო 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

NCDC-ის თანახმად, ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც აღენიშნათ ეს ვირუსი ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, უკვე გამოჯანმრთელდნენ და დატოვეს სამედიცინო დაწესებულებები.

"საზოგადოების გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოგიდგენთ მიმდინარე განახლებულ ინფორმაციას თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების თაობაზე.

ჩატარებული კვლევებით ამჟამად დადასტურებულია, რომ აღნიშნული გახშირებული შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.

ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც აღენიშნათ ეს ვირუსი ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, უკვე გამოჯანმრთელდნენ და დატოვეს სამედიცინო დაწესებულებები. შემთხვევები მიმდინარეობდა რაიმე გართულებების გარეშე. მეთვალყურეობა გრძელდება და რაიმე გართულების რისკი კვლავაც არ იკვეთება.

დაავადების შემდგომი გავრცელების შეკავების მიზნით რეკომენდებულია ყურადღება მიექცეს ხელის ჰიგიენას - განსაკუთრებით საკვების მიღებამდე და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ. ეს რეკომენდაცია ეძლევა განსაკუთრებით მათ, ვისი ოჯახის წევრებს ან კონტაქტში მყოფ პირებს ჰქონდათ აღნიშნული დაავადება.

ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა - მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება - მხოლოდ ექიმის დანიშნულებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ნოროვირუსი არის ინფექცია, რომელსაც ახასიათებს ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგჯერ – ტემპერატურის მატება. იგი სიცოცხლისთვის საშიში არ არის და როგორც წესი, ორგანიზმი ინფექციას 1-3 დღეში თავად უმკლავდება. დაავადების მართვა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებით მიმდინარეობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" - ირაკლი კობახიძემ „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა

"ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" - ირაკლი კობახიძემ „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა

BM.GE

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

BM.GE

პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87... | საწვავი გაძვირებას განაგრძობს

პრემიუმი - ₾4.09, რეგულარი - ₾3.75, დიზელი - ₾4.87... | საწვავი გაძვირებას განაგრძობს

BM.GE

საქართველოს, როგორც ავტოჰაბის ფუნქცია დაკარგვის რისკის წინაშეა - ალექსი ნონიაძე

საქართველოს, როგორც ავტოჰაბის ფუნქცია დაკარგვის რისკის წინაშეა - ალექსი ნონიაძე

BM.GE