მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ბაზისბანკის მიერ "ლიბერთი ბანკის" შეძენაში მხოლოდ პოზიტივს ვხედავ" - გიორგი ხიშტოვანი
"ბაზისბანკის მიერ "ლიბერთი ბანკის" შეძენაში მხოლოდ პოზიტივს ვხედავ" - გიორგი ხიშტოვანი

"ბაზისბანკის მიერ "ლიბერთი ბანკის" შეძენაში მხოლოდ პოზიტივს ვხედავ" - გიორგი ხიშტოვანი

BM.GE5 მაისი, 2026, 02:01|bm.ge

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი „ბაზისბანკის“ – „ლიბერთი ბანკის“ გარიგებას დადებითად აფასებს. "ბაზისბანკის მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენაში მხოლოდ პოზიტივს ვხედავ“ – ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ეკონომისტმა ჟურნალისტის შესაბამის კითხვას.

რა ფასად გაიყიდა "ლიბერთი ბანკის" აქციები - საფონდო ბირჟის მონაცემები

ეკონომისტი მიიჩნევს, ეს გარიგება ორი მიმართულებით არის პოზიტიური: პირველი - კონკურენციის გაზრდისთვის და მეორე - სანქცირების რისკების პრევენციის თვალსაზრისით.

გიორგი ხიშტოვანის განმარტებით, ქართულ საბანკო ბაზარზე არსებული ორი მსხვილი მოთამაშის დომინაციის დასაბალანსებლად მესამე ძლიერი ბანკის გამოჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"პირველ რიგში, ერთადერთი შანსი ამ ორი სისტემური ბანკის [საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი] დომინაციის დასრულებისთვის, არის მესამე ბანკის გაჩენა. თუ რამით უნდა დაკავდეს კონკურენციის სააგენტო და შესაბამისი კომისიები, სწორედ ამ ორი ბანკის ჰიპერდომინაციის საკითხია - აქტივების და პორტფელის 80%-ზე მეტი მოდის ამ ორ ჯგუფზე. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ირიბად ამ დომინაციის დასრულებას თუ შემცირებას ემსახურება, პოზიტიურად შესაფასებელია“, - აცხადებს ეკონომისტი.

მეორე დადებით ფაქტორად ეკონომისტი "ლიბერთი ბანკის" ყოფილი მფლობელის, ირაკლი რუხაძის პოლიტიკურ-მედიურ კავშირებს ასახელებს. მისი თქმით, მფლობელის ცვლილებამ საბანკო სექტორს პოტენციური "თავის ტკივილი" აარიდა.

"ირაკლი რუხაძის კავშირები ტელეკომპანია "იმედთან" [ლიბერთი ბანკს] აყენებდა სანქცირების რისკის ქვეშ, ხოლო მისი დასანქცირება გულისხმობდა ავტომატურად ამ სანქციების გავრცელებას "ლიბერთი ბანკზე". ეს კი სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა როგორც მის აქტივებს, ისე მთლიანად საბანკო სფეროს. აი, ეს "თავის ტკივილი“" მოშორდა საქართველოს საბანკო სექტორს. ის ფაქტი, რომ ირაკლი რუხაძის კავშირი "იმედთან" აღარ ასოცირდება პირდაპირ საბანკო სფეროსთან, კარგია ჩვენი საფინანსო სისტემისთვის, რადგან ის დღეს უფრო დაცულია, ამიტომ გარიგებას მივესალმები", - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE