მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბელგია ყველა ბირთვული ობიექტის ნაციონალიზაციას გეგმავს
ბელგია ყველა ბირთვული ობიექტის ნაციონალიზაციას გეგმავს

ბელგია ყველა ბირთვული ობიექტის ნაციონალიზაციას გეგმავს

BM.GE3 მაისი, 2026, 16:19|bm.ge

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვივერმა ქვეყანაში არსებული შვიდივე ბირთვული რეაქტორის ნაციონალიზაციის გეგმა წარადგინა. როგორც ირკვევა, მთავრობამ 2022-2025 წლებში გათიშული ხუთი ენერგობლოკის დემონტაჟის პროცესი შეაჩერა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებას ობიექტების ლიცენზიის გაგრძელების საშუალებას მისცემს. ამასთან, გააჩენს ბირთვული რეაქტორების სახელმწიფო ელექტროქსელში ხელახლა შეერთების შესაძლებლობას. როგორც დე ვივერმა განაცხადა, მიღებული გადაწყვეტილების მიზანი ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაა.

ცნობისთვის, ბელგია 2040 წლისთვის 4 გიგავატი სიმძლავრის ბირთვული ენერგიის გამომუშავებას გეგმავს. S&P Global-ის ანალიტიკოსის, სილვენ კონიე-დოფენის განმარტებით კი, ამ ნიშნულის მიღწევა არსებული ბლოკების ექსპლუატაციის ვადის გაგრძელების გარეშე შეუძლებელი იქნება. იგი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორისთვის ათეულობით მილიარდი დოლარის ინვესტიცია მშენებლობისა და პოლიტიკური რისკების გამო ნაკლებად მიმზიდველია, შესაბამისად, უმჯობესია, სახელმწიფომ არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენება თავად განაგრძოს, რათა მათი გაჩერების საფრთხე თავიდან აირიდოს. კონიე-დოფენი მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლებას მოძველებული ობიექტების ოპერირებისთვის ფული დასჭირდება, ინვესტორების მოზიდვას გაცილებით უკეთ შეძლებს, თუ გარანტორი თავადვე იქნება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბელგიის პარლამენტმა ბირთვული ენერგიის ეტაპობრივი გაუქმების გეგმა ოფიციალურად გააუქმა. ქვეყნის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლებისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის საჭიროებით ახსნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE