მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Berkshire Hathaway-მ სამშენებლო კომპანია Taylor Morrison-ი $6.8 მილიარდად შეისყიდა
Berkshire Hathaway-მ სამშენებლო კომპანია Taylor Morrison-ი $6.8 მილიარდად შეისყიდა

Berkshire Hathaway-მ სამშენებლო კომპანია Taylor Morrison-ი $6.8 მილიარდად შეისყიდა

BM.GE2 ივნისი, 2026, 01:00|bm.ge

ამერიკულმა წამყვანმა კონგლომერატმა Berkshire Hathaway-მ სამშენებლო კომპანია Taylor Morrison-ის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.

არსებული ინფორმაციით, ეს ხელშეკრულება თითო აქციაზე $72.50-ის ნაღდი ფულით გადახდას ითვალისწინებს, რაც პარასკევის სავაჭრო სესიის დახურვისას TM-ის დაფიქსირებულ ფასთან შედარებით 24%-ით მეტია. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ვალის გათვალისწინებით, Taylor Morrison-ის საერთო საბაზრო ღირებულება $8.5 მილიარდით განისაზღვრა.

საყურადღებო ფაქტია, რომ ეს შეთანხმება კონგლომერატის ახალი გენერალური დირექტორის, გრეგ აბელის ხელმძღვანელობით განხორციელებული პირველი მსხვილი სტრატეგიული ნაბიჯია. როგორც ირკვევა, პროცესის დასრულება მიმდინარე წლის მეორე ნახევარში იგეგმება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შესყიდვა ამერიკის უძრავი ქონების ბაზარზე Berkshire Hathaway-ის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს და ქვეყანაში საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ერთიანი პლატფორმის შექმნას უზრუნველყოფს.

საყურადღებო ფაქტია, რომ საინვესტიციო გიგანტისთვის ეს შესყიდვა, მისი შესაძლებლობების ფონზე, საკმაოდ მცირე მასშტაბისად ითვლება, რადგან Berkshire Hathaway თითქმის $400 მილიარდის მოცულობის თავისუფალ ფულად სახსრებს ფლობს.

ცნობისთვის, Berkshire Hathaway-მ ბოლო მსხვილი გარიგება გასული წლის ოქტომბერში გააფორმა. მაშინ კორპორაციამ ნავთობკომპანია Occidental Petroleum-ის ქიმიური ბიზნესი OxyChem-ი $9.7 მილიარდად შეიძინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

31 ივლისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

BM.GE